რუსეთისა და აშშ-ის სამხედროები „რაც შეიძლება მალე“ გამართავენ მოლაპარაკებას

დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობა. ჰომსის პროვინცია

„ბი-ბი-სის“ ცნობით, აშშ-ისა და რუსეთის სამხედროები „რაც შეიძლება მალე“ გამართავენ მოლაპარაკებებს სირიაში შეტაკების თავიდან ასაცილებლად.

რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა განცხადებებით, ოთხშაბათს რუსეთის ავიამოიერიშეებმა განახორციელეს 20-მდე მისია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. აშშ-მ გამოთქვა ეჭვი, რომ რუსეთის სამიზნე იყო არა „ისლამური სახელმწიფო“, არამედ სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიცია.

აშშ ახორციელებს ავიაიერიშებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიასა და ერაყში. აშშ აცხადებს, რომ ავიაიერიშების შესახებ ოთხშაბათს, რუსეთის მიერ სირიაში მისიის განხორციელებამდე ერთი საათით ადრე შეიტყო.