სააკაშვილის მომხრეთა მარში კიევში

უკრაინის დედაქალაქ კიევში კვირას ათასობით ადამიანმა ჩაატარა საპროტესტო მარში. მისი მონაწილეები მოითხოვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას პატიმრობიდან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს.