21 აგვისტო, 49 წლის წინ: საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში

1968 წლის 21 აგვისტო, პრაღის ვაცლავის მოედანზე შეკრებილი ხალხი პროტესტს გამოთქვამს პრაღაში საბჭოთა ტანკების შეჭრის წინააღმდეგ.

საბჭოთა ჯარისკაცები ცდილობენ, ჩააქრონ ცეცხლი, რომელიც ტანკს წაუკიდეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. სურათი გადაღებულია პრაღაში, ჩეხოსლოვაკიის რადიოს შენობასთან.

საბჭოთა ტანკები იკავებენ პოზიციებს პრაღაში, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის შტაბბინასთან.

პრაღაში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე ქალი ესაუბრება საბჭოთა ჯარისკაცებს.

საბჭოთა ტანკი უახლოვდება ჩეხოსლოვაკიის რადიოს შენობას პრაღაში.

აი, რა დარჩა ავტობუსებისა და საბარგო მანქანებისგან, რომლებიც დემონსტრაციების მონაწილეებმა ტანკების წინააღმდეგ ბარიკადების მოსაწყობად გამოიყენეს.

პრაღა, ვაცლავის მოედანი. რეპორტიორი ფოტოს გადასაღებად უახლოვდება საბჭოთა ტანკს.

პრაღის მოსადგომებთან ჩატარებული საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვებს უშენენ საბჭოთა ტანკებს.

საბჭოთა ტანკი არღვევს ჩეხოსლოვაკიის რადიოს შენობასთან ავტობუსებით მოწყობილ ბარიკადას.

საბჭოთა ტანკები და ჯავშანმანქანები პრაღის რესპუბლიკის მოედანზე.

1968 წლის აგვისტოს მოვლენების მსვლელობაში მოკლული 20 წლის მილან კადლეცის დაკრძალვის ცერემონია.

რუსული ბანერი დასავლეთ ჩეხოსლოვაკიის ქალაქ პლზენში: "ოკუპანტებო, წადით შინ!"