საძოვრების გარეშე დარჩენილი პირუტყვი

Your browser doesn’t support HTML5

ფერმერები საძოვრების ნაკლებობას უჩივიან. საძოვრების არარსებობის გამო მესაქონლეები იძულებული არიან, პირუტყვი მეტწილად ბაგურ კვებაზე ჰყავდეთ, რაც მათ საქმიანობას წამგებიანს ხდის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, საძოვრები საქართველოში არის, ოღონდ მაღალმთიან რაიონებში, ბარში კი საძოვრებისთვის გამოყოფილი ნაკვეთები მოსახლეობამ სახნავ-სათეს მიწებად აქცია.