საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ორ საკითხს შეეხნენ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის" შესახებ კანონპროექტებს. „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და ვეტოს საკითხიც გაირკვევა.