სალომე ასათიანის ინტერVIEW შალვა ნათელაშვილთან

Your browser doesn’t support HTML5

რას წარმოადგენს ლეიბორისტული პარტია დღეს? რატომ უნდა ენდოს მას ამომრჩეველი ახლა, როცა წარსულში პარტიას გადადგმული აქვს რამდენიმე საკამათო ნაბიჯი, რომლებიც მოქალაქეთა ნაწილმა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებად აღიქვა? რატომ სთავაზობდა 2008 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილს და დღეს რატომ ილაშქრებს საარჩევნო სიებში „მილიონრების“ და „ოლიგარქების“ მოხვედრის წინააღმდეგ? რომელი მშრომელების ინტერესებს იცავს პარტია, რა ფორმით, და რატომ არ აქტიურობს მუშების გაფიცვის პროცესებში? რატომ აქვს პერიოდული ხასიათი პარტიიდან წევრების გადინებას და მისი ლიდერის დადანაშაულებას ხელისუფლებასთან - შევარდნაძესთან, სააკაშვილთან - ალიანსში? სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს.