სალომე ასათიანის ინტერVIEW არჩილ თალაკვაძესთან

Your browser doesn’t support HTML5

ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სახელმწიფო კვლავინდებურად იყენებს სისხლისსამართლებრივ დევნას, რასაც ხშირად მრავალწლიანი პატიმრობა მოჰყვება ხოლმე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ეგიდით მოქმედი არაერთი სხვა უწყება, გამოთქვამენ მოწოდებას ნარკოტიკების პირადი მოხმარების დეკრიმინალიზებისკენ. ამ ორგანიზაციების აზრით, ნარკომომხმარებელთა ციხეში გამომწყვდევა მათ კიდევ უფრო მეტად რიყავს საზოგადოებისგან და მნიშვნელოვნად ზრდის კრიმინალურ ჯგუფებთან მათი დაახლოების საფრთხეს. რეპრესიული პოლიტიკის უნაყოფობაზე მიუთითებს გამოკვლევებიც: საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი არ მცირდება. რატომ არ ხერხდება რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა? და რატომ გრძელდება ნარკოტიკების მომხმარებელთა სისხლისსამართლებრივი დევნა? ამ და სხვა საკითხებზე სალომე ასათიანი ესაუბრება გადაცემის სტუმარს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს.