საფრანგეთში ავტოავარიას 42 ადამიანი ემსხვერპლა

42 კაცი დაიღუპა ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ბორდოდან 57 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტრასაზე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ლანდის რეგიონში გადაჰყავდა მგზავრები, რომელთა უმეტესობა მოხუცები იყვნენ. ათენში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მწუხარება გამოთქვა ტრაგედიის გამო და განაცხადა, რომ ავარიის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები.