შვედეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დააკავეს პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი

პარიზი, 18 ნოემბერი

შვედეთი აცხადებს, რომ დააკავეს პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი. შვედეთის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ პირი იდენტიფიცირებულია, ის ერაყელი მუტარ მუთანა მაჯიდია. მისი დაკავების ოპერაცია განხორციელდა19 ნოემბერს, რეიდის დროს ლტოლვილთა თავშესაფარში, ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ბოლიდენში. ეჭვმიტანილს, სავარაუდოდ, აქვს კავშირები ექსტრემისტულ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფთან, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო პარიზის თავდასხმებზე. „დაკავებამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა“, - განაცხადა შვედეთის პოლიციის წარმომადგენელმა ფრედერიკ მილდნერმა. მანვე დასძინა, რომ ტერორიზმის საფრთხე ისევ არსებობს. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოფენმა მიულოცა ქვეყნის სპეცსამსახურებს, ასეთი სწრაფი მუშაობა ტერორიზმის წინააღმდეგ.