რადიოჟურნალი - 946-ე გამოშვება

ესტაკადის მშენებლობა გმირთა მოედანზე

ყოველკვირეული რადიოჟურნალის, მეათე სტუდიის დღევანდელი გამოშვების შინაარსი: "გელაპის" ბოლოდროინდელი გამოკვლევის თანახმად, საქართველოში გზების მდგომარეობით კმაყოფილების ხარისხი საკმაოდ მაღალია, თუმცა ამ საქმის მცოდნე ხალხი და მოქალაქეები განსხვავებულად ფიქრობენ. შემოგთავაზებთ რეპორტაჟს სოფელ ფოცხოეწერიდან, სადაც დევნილები და "ენგურჰესის" ყოფილი თანამშრომლები სოციალურ მდგომარეობას უჩივიან. რადიოჟურნალ მე-10 სტუდიის თემაა აგეთვე - სტალინიზმი და ნაციზმი, როგორც ერთი მოვლენა. პროგრამის ბოლო სიუჟეტი კი პრაღაში გამართულ "გეი პრაიდ ფესტივალზე" გიამბობთ.