რადიოჟურნალი - 981-ე გამოშვება

პრაღა

„მეათე სტუდიის“ პირველ სიუჟეტში განხილული იქნება საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ენა და ტონი უცხოეთში, დასავლეთში, გამოსვლების დროს. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წიგნის დღე აღინიშნა, პატიმარი პოეტების ლექსებსაც გაეცნობით. შემოგთავაზებთ რეპორტაჟს რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შესახებ გადაღებულ ფილმზე და, ბოლოს, გიამბობთ „თბილისის დღეებზეც“ პრაღაში.