რადიოჟურნალი - 1070-ე გამოშვება

ფიროსმანის ნახატის რესტავრაციის პროცესი

დღეს ვისაუბრებთ დიოდონეზე, ფრანგ კომიკოსზე, რომლის სკანდალურ სტატუსსაც (სოციალურ ქსელ ფეისბუკის სტატუსს ვგულისხმობთ) მისი დაკავება მოჰყვა. გიამბობთ უკრაინელ სამხედრო მფრინავზე, ნადია სავჩენკოზე, რომელიც, თვეზე მეტია, შიმშილობს რუსეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. შემდეგ ბათუმს მივაშურებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის ბედზე სასაუბროდ. შევეცდებით გავერკვეთ, რა ბედი ელის ვაკის პარკს თბილისში - პარკს, სადაც, წელიწადზე მეტია, გარემოს დამცველები აპროტესტებენ სასტუმროს მშენებლობის გეგმას. ბოლოს ვისაუბრებთ ფიროსმანის ნახატის "ნადირობა ინდოეთში" მეორე დაბადებაზე.