რადიოჟურნალი - 1075-ე გამოშვება

თავდაპირველად გაგაცნობთ "დიალექტურ კორპუსში" შეგროვებულ მასალებს, დიალექტებს, რომლებზეც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ლაპარაკობენ. თუ გიყვართ ზღაპრები, მაშინ გიამბობთ პროექტ "ზღაპრების აუდიობიბლიოთეკაზე", შემდეგ - ახალ გამომცემლობაზე "წიგნები ბათუმში", რომელიც წიგნების პრეზენტაციისათვის ემზადება. დაბოლოს, მოგითხრობთ ქართველ პროფესორ თემურ კურცხალიაზე, რომელსაც გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" პარკინსონის მკურნალი უწოდა.