რადიოჟურნალი - 1082-ე გამოშვება

„დამოუკიდებლობის გაკვეთილების“ პრეზენტაცია

2015 წლის 9 აპრილს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა კონფერენციას „დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ - რა ითქვა ამ კონფერენციის მონაწილე ისტორიკოსების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა თუ ანალიტიკოსების მიერ. 5 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელმაც იმსხვერპლა პოლონეთის იმდროინდელი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი - გიამბობთ ამ კატასტროფის შესახებ გერმანიაში გამოსულ ახალ წიგნზე. როგორ მუშაობს სახელმწიფო ტრეფიკინგის აღსაკვეთად, რამდენად მწვავედ დგას ადამიანებით ვაჭრობის პრობლემა საქართველოში. გიამბობთ პროექტზე, სახელწოდებით „ცოცხალი წიგნები“, რომლის მიზანია თბილისში კონცენტრირებული კულტურული პროცესების გატანა ქვეყნის რეგიონებში.