რადიოჟურნალი - 1099-ე გამოშვება

საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადო

„მეათე სტუდიაში“ გავიხსენებთ „გადატვირთვას“ - აშშ-ის პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რომლის კონცეფციის ავტორიც იყო მაიკლ მაკფოლი, რუსეთში აშშ-ის ელჩი 2011-2014 წლებში. გიამბობთ მემორიალზე, რომელიც ამ კვირაში აღმართეს ვაშინგტონში: მემორიალი ეძღვნება უკრაინაში XX საუკუნის 30-იან წლებში შიმშილით დახოცილ მილიონობით ადამიანს. ვისაუბრებთ მედიის პასუხისმგებლობაზე კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას. შევეცდებით გავერკვეთ, რატომ ამჯობინა საქართველოს კულტურის სამინისტრომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის შენარჩუნებას მუზეუმის აშენება და გამოვეხმაურებით ცნობილი ფილოლოგის, კრიტიკოსის, ფოლკლორისტის, ირანისტის, მთარგმნელის, ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების მე-80 წლისთავს.