რადიოჟურნალი - 991-ე გამოშვება

დღევანდელ რადიოჟურნალ „მეათე სტუდიაში“ გიამბობთ ორ საინტერესო წიგნზე, რომლებიც გასულ კვირაში მიიღო მკითხველმა. ერთ-ერთია ”საქართველო და ქართველები”, რომლის ავტორები - ისტორიკოსები - ამბობენ, რომ თავიანთი ნაშრომით შეეცადნენ ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ჰეროიკული სტილი შეეცვალათ და შემოეტანათ უფრო რეალისტური ინტონაციები. ისტორიის მითოლოგიზაციისა თუ ჰეროიზაციის ტენდენციას სულ სხვა ფორმით - ირონიითა და გროტესკით - უპირისპირდება მეორე წიგნი, „ქილ თბილისი“ - ანუ „მოკალი თბილისი“, რომლის ავტორიც ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძეა. გაგაცნობთ ამჟამად თბილისში მცხოვრები ბაქოელი წყვილის - პოეტ გუნელ მოვლუდისა და ჟურნალისტ ჰაჯი ჰაჯიევის - შემოქმედებას. რადიოჟურნალის ბოლო მონაკვეთი დაეთმობა საუბარს ორგანიზაცია „სოციალური თერაპიის სახლის“ წარმომადგენლებთან - ორგანიზაციისა, რომლის მიზანიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვან პირთა განვითარება.