სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ავალიანი

Your browser doesn’t support HTML5

22 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი თამარ ავალიანი. მან ილაპარაკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულთა გამოძიების პერსპექტივებზე.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი თამარ ავალიანთან

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ ჰააგიდან, სადაც საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას. მასთან შეხვედრისას საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს და რა პერსპექტივები აქვს აგვისტოს ომის დანაშაულთა გამოძიების პროცესს იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 2016 წლის 16 ნოემბრის განკარგულებით, რუსეთი საბოლოოდ გაემიჯნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უარყო ჰააგის ტრიბუნალის სამართალი. შეუშლის თუ არა ეს ხელს გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებათა მოპოვებას და საბოლოოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ამაზე საუბრობს თამარ ავალიანი.