ქაბულში მოწყობილი თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა

Your browser doesn’t support HTML5

სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოწყობილი ტერორისტული თავდასხმის შედეგად. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა 19 აპრილს, დილით, რის შემდეგაც შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელთა სამიზნე იყო შენობა, სადაც განთავსებულია უსაფრთხოების ეროვნული სამსახური. ეს სამსახური მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს იცავს. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან როგორც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები (ასოშიეიტედ პრესის ვიდეო).