ავტორი: ანა მოსაშვილი

2017 წლის 20 მაისს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად კვლავ ჰასან რუჰანი აირჩიეს. 2013 წლიდან პრეზიდენტი რუჰანი რეფორმისტად მოიაზრება და 20 მაისს გამართული არჩევნებსაც, რატომღაც საზოგადოების მაღალი ჩართულობით გამოარჩევენ.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტ რუჰანს არჩევნებში გამარჯვება პირველმა კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ–ალ–ასადმა მიულოცეს. როგორც, დასავლეთის საინფორმაციო არხები იუწყებიან, ირიბ მხარდაჭერას პრეზიდენტს ასევე, ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები უცხადებენ. როგორიც ჰამასი და ჰეზბოლაა.

მიუხედავად იმისა, რომ რუჰანმა ხელისუფლება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, ადამიანთა უფლებების და სიტყვის თავისუფლების დაცვის ლოზუნგით ჩაიბარა. დღემდე ირანში უამრავი მეცნიერი, მწერალი, სტუდენტი თუ ბლოგერია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. ირანის ხელისუფლება არც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს თუ სწყალობს.

ირანის სულიერი ლიდერი ალი ხომეინი კვლავ აქტიურად აგრძელებს ძალადობრივი ხასიათის პოლიტიკას ქალების მიმართ. ირანში კვლავ პოპულარიზმის პიკშია ადრეული ქორწინება, ე.წ. ტრადიციული ოჯახი მამაკაცის ხელმძღვანელობით და ქალების ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფა. ზედმეტია საუბარი იმაზე, თუ რა ხდება ირანულ ციხეებში, როდესაც იქ ირანელი უფლებადამცველები, ჟურნალისტები ან სამოქალაქო აქტივისტები ხვდებიან ან ძნელი წარმოსადგენია არაა, რა ბედი ელის მათ ვინც ანტი-ისლამურ განცხადებებს გააკეთებს.

მიუხედავად, დასავლეთთან მოლაპარაკებებისა ირანის ხელისუფლების ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის და თეირანის გეოპოლიტიკური ინტერესები წინააღმდეგობაში ბევრ საკითხთან მოდის. ამის უკანასკნელი მაგალითი კი, ირანის ხელისუფლების მიერ ტრამპის ადმინისტრაციის სამხედრო იერიშების სირიაში დაგმობა იყო. რუსეთთის ფედერაციასთან ერთად, ოფიციალური თეირანი ასადის ერთ–ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი და დამცველია. გადამწყვეტ მომენტში ირანი ყოველთვის ანტი–დასავლურ სვლას აკეთებს და ვაშინგტონსაც ახლო აღმოსავლეთში საკუთარ როლს მკაფიოდ ანახებს.

პრეზიდენტი რუჰანი პრაგმატისტად და რეფორმისტად მხოლოდ ვიწრო ისლამურ და ირანულ პოლიტიკურ ჭრილში თუ შეიძლება, რომ განვიხილოთ. პრეზიდენტმა ტრამპმა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ ფინმა უკვე განაცხადეს, რომ ვაშინგტონი არც პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შეაჩეროს. ტრამპის თქმით–„ირანი უბრალოდ კარგად არ იქცევა“.

დღევანდელი პოლიტიკური სურათი კი შემდეგია: რუჰანი კვლავ პრეზიდენტია.

რუჰანის და ტრამპის პოლიტიკური პაექრობაც მხოლოდ ახლა იწყება. დღევანდელი ირანი არ იძლევა იმის ოპტიმიზმს, რომ ადამიანთა უფლებები გაუმჯობესდება და ირანული საზოგადოებაც უფრო ღია და თავისუფალი გახდება. მკაცრი და რადიკალური ისლამური პოლიტიკური ცხოვრების სტილი კვლავ ავანგარდშია.