სისტემაშია ფერები მუქი

ავტორი: ანა მოსაშვილი

საჯარო სამსახურში გასაუბრებაზე, რომ მისულს, კომისიის წევრების შემდეგი საქციელის მომსწრე, რომ გახდები ცოტა ძნელია, კვლავ მოტივაციაზე იღაღადო.

ერთი მობილურში „ნიუს ფიდს“ აქტიურად ათვალიერებდა, მეორეს ხელში საწერ კალამს ატრიალებდა და რატომღაც ჭერში იყურებოდა. აი. მესამე კი, განსაკუთრებული შემთხვევა იყო. საკუთარი ერუდიციის დამტკიცებას ზედმეტად ენამოსწრებული და მწარე კითხვებით ცდილობდა.

არც არავის უკვირს და არც ახალია არაა სამწუხაროდ, რომ ხშირად საჯარო სამსახურში გასაუბრება სწორედ, რომ გასაუბრებისთვის ტარდება. უფრო მეტიც, თავად მთავრობის წევრებსაც კი ეს ფაქტი საჯაროდ უღიარებიათ.

ჩვენ ახალგაზრდებს გვაინტერესებს, რატომ არ ითვალისწინებს საჯარო სამსახურის რეფორმა ნეპოტიზმის ძირფესვიანად აღმოფხვრას და როდემდე უნდა წყვეტდნენ თავად პროტექციონიზმით დანიშნული ქედმაღალი საჯარო მოხელეები კონკურსის ბედს.

მსურს, მათ კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ ისინი ხალხის მიერ დაქირავებულნი არიან და ხელფასსაც მოქალაქეების მიერგადახდილი გადასახადებით იღებენ, ისევ და ისევ იმისთვის, რომ ჩვენ გვემსახურონ! თუკი ვინმეს ეთაკილება შემდეგ ზემოხსენებული სიტყვები, მათი ადგილი საჯარო სამსახურში ნამდვილად არ არის. ასევე არც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე რაიმე კრიტერიუმით მაღლა არ დგანან .

ასევე თუ გვჯერა, რომ არსებობს უხილავი მინის ჭერი, მოდით ძველებურად საკუთარ თავზე ნუ გადავიმტრევთ, არამედ სწორედ მათ გადავამტვრიოთ. ყავლგასულ სისტემას ერთი ან ორი ახალგაზრდის სულისკვეთება ვერ შეცვლის. აუცილებელია, საზოგადოებრივი თანხმობა, რომ თანაბარი შესაძლებლობები არა მხოლოდ იდეალისტურად, არამედ რეალურადაც უნდა არსებობდეს.

დროა, რეფორმაც როგორც ზემოდან, ისე ქვემოდანაც დაიწყოს. აუცილებელია, კონსოლიდაცია იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც საბოლოოდ კვლავ საზოგადოების განვითარებისთვისაა საჭირო. დროა, მათაც გააცნობიერონ, რომ ჩვენ სულ ცოტა ერთი უპირატესობა გვაქვს-ახალგაზრდობა, რომლის წყალობითაც, საბოლოოდ მაინც დავანგრევთ ყველა იმ მანკიერ წარმონაქმნს, რაც არა მხოლოდ მოქალაქის პიროვნულ განვითარებას, არამედ ქვეყნის წინსვლასაც უშლის ხელს.