ავტორი: ირინა რურუა

ერთხელ
დილაადრიან დაღამდა და გაშავებულ სივრცეებში დავეძებდი დღეს..
საკუთარ თავს ვეღარ გრძნობდა თვალი და გამალებული წამწამთა ბრძოლა უშედეგოდ იხსნიდა დარდს ერთმანეთის მიყოლებით, დაუღალავად.
გადაგორებული წუთები საათებად კრავდნენ უიმედობის განცდებს
და ვერ მიმხვდარი, დავიწყებული ამბები უჩინარდებოდა აწმყოში სევდად..

ერთხელ
წყალში შესულს დამავიწყდა ცურვის არ ცოდნა და მივყვებოდი მდინარის ტალღებს წინააღმდეგობის გარეშე.
ფრჩხილებში ჩარჩენილი ჭუჭყივით მაცლიდა ცხოვრება კარგაად ყოფნის დღეებს და გამალებული თითების სრესა ვერნათქვამი სიტყვების მაგივრობას უწევდა ღამეს.
ცის კიდეზე გამოსული სევდა მწვანე ნაწნავებს უსველებდა მიწას და ბალახებით შთანთქმული დაბზარული დარდი ძველ ნაპრალებს უერთებდა გვერდებს.

ერთხელ
ღრუბლებისგან ყველაფერი რეალური, არარეალურად გამომყავდა .
ვუძერწავდი ფორმებს და ვასხავდი ფერებს გონების მიღმა წარმოსახვით სამყაროში,
ვუთვლიდი კუთხეებს და გვერდებს წარმოდგენით, წარმოდგენილ ნივთებს
და ვაკვირდებოდი ერთმანეთში გარდამავალ ფიქრებს
რომელიც დაცურავდა ღრუბლებს მიღმა, ღრუბლებში.
უხილავად შორს..

ერთხელ
მზე იწვოდა ცაზე და ვერ აქრობდა წვიმა უეცრად მოვარდნილ სიცხეს..
გაყვითლებული მხრები იცვლიდა ფერს და მომატებული სიმუქე უმწვავებდა ტკივილებს გორგალზე ძაფებად გაბნეულ სხივებს.
ტკივილებს აამებდა სევდა.
ნაფიქრი, გაგებული დარდი და საკუთარი თავი.
ტკივილებს აამებდა განცდა
რომ სადღაც ყოველთვის ესმით ჩვენი.


შეცნობილი ტკივილები დაშრამულ სხეულებს დაწუნებული ნივთებივით უკან გვიბრუნებენ
ჩამცხრალი დაამებული განცდები კი მორიგ დაცემამდე იკვეცავენ სიგრძეს.