უკეთესი მომავლის იმედად დარჩენილი რეგიონული მედია

ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

ჯერ24 წლის გახლავართ, 5 წლის მანძილზეარაერთ რეგიონულ მედიასაშუალებაში ვიმუშავე: ჟურნალისტად, გადაცემის წამყვანად, პროექეტების კოორდინატორად. ამან რასაკვირველია მედიასფეროში გარკვეული გამოცდილება შემძინა. ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას საკუთარი დაკვირვების შედეგი გადმოგცეთ რეგიონული მედიის შესახებ, რომელიც მრავალ გამოწვევას, პროფესიონალი კადრების ნაკლებობით, მოძველებული და გამოუსადეგარი ტექნიკით, წყობიდან გამოსული ინფრასტრუქტურით და შესაბამისადმიძინებული სარეკლამო ბაზრის პირობებით ,,უპირისპირდება''.

რეგიონებში თითზე თუ ჩამოთვლით ჟურნალისტებს ვინც კმაყოფილია საკუთარი ანაზღაურებით და სამუსაო პირობებით. ის კი არა, ბევრი მედიამფლობელი დღემდე დავალიანების პირობებში აგრძელებს ჟურნალისტებთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა უკეთესი მომავლის იმედით.

ბოლო პერიოდში ამერიკული ორგანიზაცია ,,IERX – ი'' რეგიონული მედიის შინაარსობრივი ნაწილის გარდა, მედიაორგანიზაციების ეკონომიკური კომპონენტითაც დაინტერესდა და მათ სხვადსხვა ტრენინგსა თუ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცა, რაც მიზნად ისახავდა რეგიონული მედიის გაძლიერებას ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, მარკეტინგის და ახალი მედიის სფეროში.

მედიამენეჯერების აზრით აღნისნული პროგრმა მათ კომპანიებზე დადებითად აისახა, იმატა გაყიდვების რაოდენობამ, თუმცაკომპანიების უმრავლესობის გამართულად მუშაობისთვის მათივე ყოველივეზღვაში წვეთია.

ჩემი დაკვირვებით პრობლემა მხოლოდ ბიზნესის ინდეფერენტულობით და მათ მიერ რეგიონულ მედიაში რეკლამის განთავსებისგან თავის შეკავებით არ ვითარდება. პრობლემას ისიც ართულებს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად, რეგიონულ მედიაში ერთეულები თუ ახერხებენ სტანდარტულიდან ინოვაციური მიდგომებზე გადასვლას: კონტენტის წარმოებისა თუ გაყიდვების თვალსაზრისით.

ალბათ სანთლით მოგიწევთ იმ მედიაორგანიზაციის პოვნა, რომელსაც წლის ან თვის მარკეტინგული სტრატეგიაგააჩნია, კონტენტის წარმოებისას ეფექტიანად იყენებდეს ვებ გვერდს, როგორც რეკლამის გაყიდვის საშუალებას.

გაგიჭირდებათ რეგიონული მედიასაშულების მოძიება, რომელიც წარმოებულ კონტენტში აქტიურად იყენებს,,ინფოგრაფიკას'' და სხვა მულტიმედია რესურსებს. თავის მხრივ ბიზნესიც არ ინტერესდება მედიასაშუალებებით, რომელსაც კვლევების მიხედვით შესაძლოაადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ნდობასაც უცხადებდეს, მაგრამ მედია, როგორც პლათფორმა უბრალოდ არ ხიბლავდეს, მისი ტექნიკური მდგომარეობიდან, კონტენტის შეფუთვიდან და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელთა მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც ხშირად ცალმხრივია და ბიზნესისთვის პირდაპირ ფულის გამორთმევაზეა ორიენტირებული. გაჭირვებული მენეჯერები ივიწყებენ, რომ მთავარი ბიზნესკომპანიების გადაწყვეტილების მიმღებ პირთა დარწმუნებაა, რომ მედიაში ჩადებული რეკლამა მათი უპირობო წარმატების წინაპირობა იქნება.