ავტორი: გვანცა ბაკურაძე

არასდროს დამითვლია, რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის „არ შეიძლება“. შემიძლია იმ წლების დათვლა, რომლების განმავლობაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ არ შეიძლებოდა.

ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ სახლიც კი, რომელშიც ამდენი წელი ვცხოვრობ, პირობითობაა და ოდესღაც არ არსებობდა. აბსოლუტურად შესაძლებელია მისი დანგრევა. ამის შემდეგ დავრწმუნდი იმაში, რომ ყოველი „არ შეიძლებას“ უკან ვიღაცის გადაწყვეტილება დგას. ვიღაცამ უბრალოდ გადაწყვიტა ამ პირობითობის შექმნა.

განთავისუფლება აქედან იწყება - პირობითობის და პირველყოფილი მოცემულობების ერთმანეთისგან გამორჩევით. ქანდაკების გაკეთებას ვასმგავსებ ამას. ვხედავ ქვას და ვფიქრობ, რომ მე ამისგან გავაკეთებ ჩემს თავს.