ავტორი: ლუკა მელაშვილი

სიტყვის თავისუფლება ისევე აუცილებელია ქვეყნისთვის, როგორც სუნთქვა სხეულისთვის.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არასოდეს მიიჩნეოდა თავისუფალ მედია სივრცედ. იგი ყოველთვის იყო მხარე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი. კერძოდ,„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძნელია მოიძებნოს კრიტიკული სიუჟეტები. ის ძირითადად მათი ქება - დიდებით იყო დაკავებული და სრულ სიცრუეში აცხოვრებდა საკუთარ მაყურებელს. ისეთ რეალობას ხატავდა, თითქოს საქართველომ შვეიცარიას გაუსწრო საყოფაცხოვრებო აღმავლობით და დატოვა განვითარებადი ქვეყნის რიგები.

„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო და დღემდე რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტულ მანქანად.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ძირითად დროს ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის გამაბრუებელ საუბრებს უთმობდა, ხოლო მისი დემაგოგია კი ახდენდა გარკვეულ ეფექტს მასებზე.

საქართველოს მოქალაქეებს აიძულებდნენ ეზეიმათ წაგებული ომი და სიმღერით შეგებებოდნენ ჯერ არ გაციებული ჯარისკაცების ცხედრებს.

ეს ის ტელევიზიაა, სადაც შესაძლებელია უხვად ნახოთ შეკვეთილი სიუჟეტები, ხოლო საგულდაგულოდ მომზადებულ რეპორტაჟებში რთული გასარკვევია სიცრუე სიმართლისაგან. თუ თავისუფალ მედიაზეა საუბარი, იგი არ უნდა იყოს ყალბი და არ უნდა იყოს მხარე. მან ხომ ერთი დიდი აგური დადო იმ ბოროტების რეჟიმის მშენებლობაზე, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. თავის დროზე ჰიტლერს რომ ჰქონოდა მსგავსი ტელევიზია, იგი უთუოდ დაიპყრობდა მსოფლიოს. თუმცა ბოროტება გარკვეულ ჟამზე ბატონობს, ის არ შეიძლება მარადიულად იყოს.

„რუსთავი 2“ ის ტელევიზიაა, სადაც არ გადის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის საახალწლო მილოცა, სამაგიეროდ ჟღეს როკ- მუსიკა.

ნებისმიერ მედია საშუალებას უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება, მაგრამ რეალურად თუ იგი წარმოადგენს მხარეს ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელია, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია თავისუფალ მედიად იწოდებოდეს.

დღეს „რუსთავი 2“ _ თვის გამოხატული სოლიდარობაექვივალენტია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისა.