გამარჯობა, მე ჟურნალისტი ვარ

ავტორი: მარიამ ნებიერიძე

თუ პატარა ბავშვი,რომელიც არ იძინებს გუდიანის მოსვლით შეაშინებთ, პოლიტიკოსებდა და „სელებრითებს“ ჟურნალისტის მოსვლით . ჟურნალისტი მაგიური სიტყვაა, რომლის ხსენებას ყველა თუ არა ნახევარი მაინც ერიდება.

უნდა დააკვირდეთ, შორიდან როგორი სიფრთხილით საუბრობენ თავშეყრის ადგილებში „ჩემი იდუმალი რესპოდენტები“ , იციან რომ ვაკვირდები, ხოლო სახლსა და მეგობრების „ვიწრო“ წრეში თამამად საუბრობენ , იცინიან , არ ადარდებთ როგორ იცინიან : ხმამაღლა, ხმადაბლა თუ უბრალოდ იღიმიან , ანდა იცინიან ისე სიცილს რომ ვერ დაარქმევ . (არაადამიანურ ხმას ვგულისხმობ ) არიან ისეთები, როგორიც არიან, კარგები, ცუდები, ამას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, რომ არიან ისინი ვინც არიან . არ თამაშობენ, კამერის წინ თმას არ ისწორებენ...

მე თქვენ შორის ვიდგები და სულაც არ ვიქნები ზედმეტი, როგორიცაა სიტყვა „მაშასადამე“ . თქვენ ვერ შემამჩნევთ, კვლავ აგრძელებთ გულღიად საუბარს, ვერ მხედავთ? არ ინერვიულოთ , დიქტოფონი არ მაქვს ჩართული, არც არაფერს ვიწერ.უბრალოდ გისმენთ,ჩვეულებრივ ადამიანებს აინტერესებთ როგორები ხართ „კადრს მირმა“ და ჟურნალისტ მეს რომ დამაინტერესებს სალაპარაკოც არაა.

როცა მიყურებთ რამდენიმე წამში თავს აქეთ-იქით ატრიალებთ, თითქოს ვიღაცას ეძებთ . ალბათ, ოპერატორს, კამერას, მომენტალურად ჩქარი ნაბიჯით გარბიხართ მე მოგსდევთ და გიყვირით: უიარაღოდ ვარ ...

მერე სახლში მიგეჩქარებათ, მგონი, სიარულიც სხვანაირი გცოდნიათ... არც ჰალსტუხი გყვარებიათ... დამშვიდებულები ხართ, დღეს ვერ შემამჩნიეთ,გიხარიათ,არაფერი არ მიკითხავს...

ნუ ჩქარობთ! კარის ზღურბლთან მე დაგხვდებით და გეტყვით: გამარჯობა, მე ჟურნალისტი ვარ.