დრომოჭმული ფიქრები

ავტორი: თეო სმითი

მინდა ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული მქონდეს , არ მინდა ფული , არ მინდა მატერიალური ცხოვრება , მინდა სიმშვიდე ყველგან , მინდა ადამიანის სითბო , ისეთი , როგორსაც მე ვერ გამოვხატავ , მინდა მასწავლონ სიყვარული , მინდა გულწრფელი ღიმილი , ღიმილი არა ძალადობრივი , ერთგული მეგობრების წრე მინდა , უსაზღვრო , თოვლი მინდა და ხის სახლში ბუხართან მინდა ვიყო მეგობრებთან ერთად . სიმღერა მინდა , ყვრილი მინდა მთებში . მინდა ჩავეხუტო ძაღლს , რომელიც მიცავს მე , ვუყვარვარ მე . მინდა სიცოცხლე გავუცვალო იმათ , ვინც ჩემს მშობლებს მოაკლდათ , მინდა მათ ჩავეხუტო , მინდა ბებო დამხვდეს სოფელში ისევ , პაპაჩემის ყვირილი მინდა , მინდა ისევ ვსაყვედურობდე საბრალო მოხუცს , მისი ახირებული სურვილები მინდა , მისი დალოცვა მინდა , რომელიც ყოველდღე მაძლიერებდა . ბებოს თბილი სახე მინდა , მისი ყველა ნაოჭი მახსოვს და მიყვარს . როცა დამასლოკინებს ისევ მინდა ვთქვა : - "ბებომ მახსენათქო"...ესეც გაივლის არაფერია...თუმცა ... იმედად ისევ ადამიანობას ვიტოვებ,ჩვენ ყველაფერს ვეჩვევით და ვუძლებთ...!