ბუდაპეშტის აუდიომეგზური რეზო ღლონტისგან

Your browser doesn’t support HTML5

15 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი რეზო ღლონტი. რეზო ელექტრონულ მუსიკას წერს. მისი ბოლო ალბომი "Budapest" რამდენიმე თვის წინ გამოვიდა ლეიბლზე "Dronarivm". რით განსხვავდება რეზოს ახალი ალბომი წინა ჩანაწერებისგან, რა მნიშვნელობა აქვს ალბომის შეფუთვას, საიდან იღებს შთაგონებას და რას ფიქრობს თანამედროვე მუსიკოსებზე -ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.