დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა ვიზიტით

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 22 მაისს ჩავიდა ისრაელში, სადაც დაიწყო ორდღიანი ვიზიტი. ტრამპმა თქვა, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების იშვიათი შესაძლებლობა გვაქვსო. ისრაელის ლიდერებთან ერთად გამოსვლისას, მისალმების ცერემონიაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა „დაედასტურებინა ურყევი კავშირი“ აშშ-სა და ისრაელს შორის. ერთად უნდა ვიმუშაოთ იმგვარი მომავლის შექმნაში, რომ რეგიონის ქვეყნებმა მშვიდობიანად იარსებონო, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Your browser doesn’t support HTML5

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა ვიზიტით

„ჩვენს წინაშეა იშვიათი შესაძლებლობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მოვუტანოთ რეგიონსა და მის ხალხს; დავამარცხოთ ტერორიზმი, შევქმნათ ჰარმონიაზე, კეთილდღეობასა და მშვიდობაზე დამყარებული მომავალი. მაგრამ ამის მიღწევას მხოლოდ თანამშრომლობით შევძლებთ. სხვა გზა არ არსებობს", განაცხადა ტრამპმა.

მისმა მასპინძელმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ მას მადლობა გადაუხადა, როგორც თქვა, ისრაელისთვის მხარდაჭერის "მძლავრი გამოხატვისთვის" და განაცხადა, თქვენ რიადიდან თელ-ავივში ჩამოფრინდით, იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისრაელის პრემიერიც შეძლებს თელ-ავივიდიდან რიადში ჩაფრენასო.

Your browser doesn’t support HTML5

ტრამპმა იერუსალიმში გოდების კედელი მოინახულა

22 მაისს ტრამპი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს. აშშ-ის პრეზიდენტის მიზანია, წინსვლა პალესტინელებსა და ისრაელს შორის, როგორც თვითონ უწოდა, „გადამწყვეტი შეთანხმების“ მიღწევის საქმეში. ტრამპი ცალ-ცალკე შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს, რათა ახალი იმპულსი მისცეს სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც 2014 წლიდან ჩიხში იმყოფება.

ამის ფონზე ტრამპის მრჩევლებმა განაცხადეს, რომ დიდ გარღვევას არ უნდა მოველოდეთ, რომ ეს ვიზიტი უფრო სიმბოლური ხასიათისაა. თელ-ავივში ჩასვლამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ შესაძლებლობა გვაქვს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება წინ წავწიოთ. ისრაელის გაზეთ "ჰაიომისთვის" მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი ისრაელში, დევიდ ფრიდმანი აცხადებდა, რომ ტრამპის მიზანი ახლა არის უბრალოდ დაწყება დისკუსიისა, რომელიც, იმედია, მიგვიყვანს მშვიდობამდე.