კომუნისტური ნაწარმის მუზეუმი რუმინეთში

პლასტმასის ტაქსა, დამზადებული რუმინეთში ცნობილ თოჯინების ფაბრიკა "არადეანკაში".
 

თავისუფალი სიყვარული - ფაიფურის ფიგურა, დამზადებული ალბა ლულის ფაბრიკაში, ტრანსილვანიაში, მდინარე მურეშის სანაპიროზე. სავარაუდოდ, ჩაუშესკუს ეპოქაში ეს ფიგურა დამალული ჰქონდათ.

სოციალისტური რუმინეთის გერბი.
დასავლეთ რუმინეთში მდებარე ამ მუზეუმში, კომუნისტური წარსულის ათასობით რელიქტია შენახული.

კომუნისტური ეპოქის სამომხმარებლო ნაწარმის მუზეუმში დაცულ კოლექციაში წარმოდგენილია სოციალისტურ რუმინეთში წარმოებული საოჯახო ნივთებს.

მუზეუმი  დააფუძნა ოვიდიუ მიჰაიცამ 2015 წელს.ის  წლების განმავლობაში დადიოდა ძველმანების ბაზრობებზე და გადაყრილ ნივთებში ეძებდა კომუნისტური ეპოქის ნაწარმს.

1988 წლის კალენდარი ჩაუშესკუს თემაზე. ყოველ დღეს პროპაგანდისტული სურათი ახლავს. ერთი წლის შემდეგ - ევროპის ანტიკომუნისტური, ყველაზე სისხლიანი ამბოხების დროს - რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ ჩამოაგდეს და მოკლეს თავის ცოლთან ერთად.

ხის ფირფიტა წარწერით „ჩაუშესკუ და ხალხი“ - იმ პერიოდში ერთობ პოპულარული ლოზუნგით. მუზეუმის დამაარსებელმა, მიჰაიცამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ხალხს სურდა ფიზიკურად მოეშორებინათ თავიდან საძულველი მმართველები და ანადგურებდნენ წარსულთან დაკავშირებულ ნივთებს. „მახსოვს, 90-იან წლებში სკოლებში ფანჯრებიდან ისროდნენ ჩაუშესკუს პორტრეტებს“, ამბობს მიჰაიცა.

მაგრამ დღეს მუზეუმი ბევრი რუმინელისთვის ახალგაზრდობაში დაბრუნების ემოციური კარიბჭე გახდა. მიჰაიცა ჰყვება: „ერთმა კაცმა აღიარა, მოვედი და სიგარეტის კოლოფი მოვიპარე, თავი ვერ შევიკავეო. თითქოს იმის დაბრუნება სურდა, რაც დაკარგა. ეს საკმაოდ რთულია, კარგად მესმის მისი, ვერ განვსჯი“.

შაქრის, ბრინჯისა და ფქვილის კოლოფები მუზეუმის „სამზარეულოში“.

სამაგიდო ნათურა მუზეუმის „საცხოვრებელ ოთახში“. მუზეუმის ერთმა მნახველმა სტუმრების წიგნში ჩაწერა: „ ჩვენი მშობლების თაობის აქ მოსული რუმინელები ემოციებს ვერ იკავებენ. ეს ოთახის ასლია მაშინდელი საგნებით. ბევრი ძალიან ღელავს, ზოგიერი ტირის“.

სამაგიდო თამაში, რომელიც „მონოპოლის“ ეფუძნება და რუმინეთში „პრივატიზაცია“ ერქვა.

ბიჭუნას ფაიფურის ფიგურა. ჩანს, მამის სამხედრო ჩექმები აცვია და კომუნისტური ქუდი „ბუდიონოვკა“ ჰხურავს.

ფეხსაცმლიანი მამალი, დამზადებული "არადეანკის" ფაბრიკაში, არადში.

აუდიოკასეტების ყუთი. როკჯგუფი „კრიპტონი“ 1982 წელს დაარსდა და მის მიმართ კომუნისტური მთავრობა ფრთხილად ტოლერანტული იყო.

სამზარეულოს წიგნი “თაფლი სამზარეულოში“. მიჰაიცა ამბობს, რომ მუდამ ნადირობს ახალ ნივთებზე, კომუნისტური პერიოდის საგნებზე, მაგრამ ბევრი რამ ძალიან ძნელი მოსაპოვებელია.

კომუნისტური ვიმპელები მუზეუმის „ბინაში“. მარჯვენა ვიმპელით „სოციალისტურ შეჯიბრებაში“ გამარჯვებული ბრიგადა დააჯილდოვეს.

აბრა გამაფრთხილებელი წარწერით: „არ დატოვო სამსახური უფროსის უშუალო ნებართვის გარეშე“.

პლასტმასის ფორთოხლის ხე. მიჰაიცა ამბობს, რომ ვერ იტყვის, რომელი ექსპონატი უყვარს უფრო მეტად. ეს ისევეა, როგორც შეკითხვა: „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?"

მუზეუმის თავზე მდებარე  ბარში ახალგაზრდობა ერთობა. მიჰაიცა ამბობს, რომ კიდევ ორი მუზეუმის გახსნა სურს, მაგრამ, „ეს ჯერ საიდუმლოა“. 

კომუნისტური ეპოქა ვისაც ახსოვს რუმინეთში, ერთდროულად ტკბილი და მწარე მოგონებები აღეძვრებათ ხოლმე.