25 წლის წინ, სარაევოში...

ალყის დაწყების შემდეგ გადაღებულ ერთ-ერთ პირველ სურათზე ასახულია, როგორ ცდილობს ბოსნიელი სამხედრო, საპასუხო ცეცხლი გაუხსნას სერბ ჯარისკაცებს, რომლებმაც 1992 წლის 6 აპრილს ტყვია დაუშინეს მშვიდობიან დემონსტრანტებს. შენობის სახურავიდან ნასროლმა ტყვიებმა ორი ქალი იმსხვერპლა.
 

1992 წლის 8 ივნისს გადაღებულ ამ ფოტოზე იწვის სარაევოს ცენტრში მდებარე მრავალსართულიანი შენობა. მიმდებარე ბორცვებიდან გასამხედროებული რაზმები ჭურვებს და არტილერიის ცეცხლს უშენდნენ ალყაშემორტყმულ ქალაქს.
 

1992 წლის 27 ივნისის დაბომბვისას მძიმედ დაჭრილ ქალს საავადმყოფოში გადასაყვანად ამზადებენ.
 

დაშავებული გოგონა სარაევოს საავადმყოფოში 1992 წლის 3 აგვისტოს. გაეროს ანგარიშის თანახმად, ალყის ყველაზე მძიმე პერიოდში ქალაქში ყოველდღიურად სამი ათასზე მეტი ჭურვი ვარდებოდა.

ოჯახი შეშას აგროვებს ქალაქის მახლობლად მდებარე ტყეში. ბლოკადის დაწყებამდე სარაევოს მოსახლეობა 525 ათასს შეადგენდა.  
 

1994 წლის 7 აპრილი. ბოსნიელი სერბი ჯარისკაცები პატრულირებენ მთიან გზაზე, რათა არ დაუშვან ბოსნიელთა ძალების მიერ ალყის გარღვევა.
 

სარაევოს ერთ-ერთ ქუჩაში გამვლელი ცდილობს, დაეხმაროს ჭურვების მორიგ მსხვერპლს.
 

სარაევოს ერთ-ერთ სასაფლაოზე კაცი დაღუპულ ცოლს დასტირის (1993 წელი).
 

1993 წლის 14 მაისი. ბოსნიელი ჯარისკაცები ესალმებიან გაეროს ავტომანქანას სარაევოს აეროპორტთან. გაეროს საჰაერო ხიდი სახელწოდებით „შეასრულე დაპირება“, გაგრძელდა 1992 წლის ივლისიდან 1996 წლის იანვრამდე და ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ჰუმანიტარული ხიდი.
 

ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლწაკიდებული სახლი სარაევოში, 1994 წელს. მაშინ გაეროს კომისიამ დაადგინა, რომ ალყის დროს ზარალი მიადგა საგანგებოდ დაცულ ობიექტებს, როგორებიცაა საავადმყოფოები და სამედიცინო კომპლექსები, ასევე კულტურის ობიექტებს, ათიათასობით ბინას.

1995 წელი. ​ახალგაზრდების წყვილი გარბის „სნაიპერთა ხეივნიდან“, რომელიც შიშს ჰგვრიდა ყველა სარაევოელს. ქალაქის მიმდებარე ფერდობებზე განთავსებული სნაიპერების ტყვიებმა და ჭურვების შეუჩერებელმა ცეცხლმა მეტად სახიფათო გახადა გარეთ გასვლა 44-თვიანი ალყის განმავლობაში.

ფრანგი კარდინალი, როჟე ეჩეგარაი (მარცხნივ) და ბოსნიელი კარდინალი, ვინკო პულჩი სარაევოში 1995 წლის 15 აგვისტოს. კარდინალმა ეჩეგარაიმ სარაევოელებს გადასცა რომის პაპის, იოანე პავლე მეორის სოლიდარობის გზავნილი.

1994 წლის 5 თებერვალი. სარაევოს ცენტრალური ბაზრისთვის ჭურვების დაშენის შემდეგ დაჭრილები დახმარებას ელიან ქალაქის საავადმყოფოს დერეფანში. მარცხნივ მწოლიარე ქალს ექიმებმა ვეღარ უშველეს.

1995 წლის 28 აგვისტოს, სარაევოს ხალხმრავალ ბაზარ „მარკალეზე“ ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ის მეორე მიზანმიმართული თავდასხმა ბაზარზე, რომელსაც „მარკალეს ხოცვა-ჟლეტას“ უწოდებენ. აგვისტოს თავდასხმა იყო ერთ-ერთი მიზეზთაგანი, რატომაც გადაწყვიტა ნატომ იმავე თვეში, დაებომბა ბოსნიელ სერბთა ძალები.
 
 

1996 წლის 9 მარტი. სერბი ქალი საქონელს ყიდის ბაზარზე. მის უკან მაღაზია იწვის. სარაევოს ილიჯის გარეუბანი, სადაც სერბები ცხოვრობდნენ, სამი დღის შემდეგ ხორვატთა და მუსლიმთა მმართველობაში გადავიდა.