ხარკოვში მოხდა დაპირისპირება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე

Your browser doesn’t support HTML5

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში პოლიციას ძალის გამოყენება მოუხდა ახალგაზრდა მამაკაცთა ბრბოს დასაშოშმინებლად. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობისას ისინი ცდილობდნენ, თავს დასხმოდნენ ჰომოსექსუალ და ტრანსგენდერ აქტივისტებს. თავდამსხმელებმა ცეცხლი წაუკიდეს ცისარტყელისფერებიან დროშას, რომელიც ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერთა თემის სიმბოლოა. შეხლა-შემოხლაში დაშავდა ორი პოლიციელი. სამართალდამცველებმა დააკავეს ოთხი მოძალადე. ხარკოვი და კიევი ის ქალაქებია, სადაც ლგბტ თემის ღონისძიებების გამართვა ნებადართულია.