ხარკოვში ჩამოაგდეს ლენინის ძეგლი

Your browser doesn’t support HTML5

კვირას, 28 სექტემბერს, აღმოსავლეთ უკრაინის უდიდეს ქალაქ ხარკოვში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. კვარცხლბეკიდან 20-მეტრიანი მონუმენტის ჩამოგდებას წინ უძღოდა მრავალათასიანი მსვლელობა, რომლის მონაწილეები უკრაინის ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ. 1917 წლის რევოლუციის ბელადის ძეგლის ჩამოგდების წინა მცდელობები ჩაშალეს პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა. მარტსა და აპრილში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ამ ნიადაგზე რამდენიმე შეტაკებაც მოხდა (რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ვიდეო).