თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარჯვნივ) მხარდამჭერებს ესალმება სტამბოლში კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ.

1 ნოემბერს თურქეთში მნიშვნელოვანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც მეტწილად მუსლიმანური სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ეკონომიკას და პოლიტიკას სერიოზულ საფრთხეს უქადის პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური გათიშულობა. ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყდა 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში და ვერ შეძლო ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა. სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ ისლამური ფესვების „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ იმდენივე ხმას დააგროვებს, რამდენიც წინა არჩევნებისას მიიღო. მეორე ადგილზე გასვლას კვლავ ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ უწინასწარმეტყველებენ.