აზერბაიჯანის პირველი ლედის პოლიტიკური აღზევება

მეჰრიბან ალიევა დედასთან, აიდა იმანგულიევასთან ერთად. აიდა იმანგულიევა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც სადოქტორო დისტერტაცია დაიცვა აღმოსავლეთმცოდნეობაში.

მეჰრიბანი (მარჯვნივ) და მისი და, ნარგიზი, მშობლებთან, არიფ ფაშაევთან და აიდა იმანგულიევასთან ერთად. ფაშაევი დღესდღეობით ბაქოს ეროვნული საჰაერო აკადემიის რექტორია. ნარგიზი კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზერბაიჯანულ ფილიალს უძღვება. 

ილჰამ ალიევი მეჰრიბანთან ერთად, ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე. 1983 წ. აპრილი.

ალიევების საოჯახო ფოტო. ყოფილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი (შუაში); მის გარშემო მარცხნიდან მარჯვნივ: მისი ქალიშვილი სევილი, სიძე, მეუღლე ზარიფა, შვილიშვილი, ვაჟი (ამჟამინდელი პრეზიდენტი) ილჰამ ალიევი მომავალ მეუღლესთან, მეჰრიბანთან ერთად.

ჰეიდარ ალიევი ილჰამთან, მეჰრიბანთან და მათ ორ შვილთან, არზუსთან (მარცხნივ) და ლეილასთან (მარჯვნიდან მეორე) ერთად .

ალიევა რუსეთის პირველ ლედისთან, ლუდმილა პუტინასთან შეხვედრაზე ბაქოში. 2003 წ. სექტემბერი.

ილჰამი და მეჰრიბანი ნავრუზის დღესასწაულზე ბაქოში.

ალიევა საპატიო პროფესორის წოდებით ჯილდოვდება მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის  სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, სადაც მან სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა.

მეჰრიბანი (ცენტრში) აზერბაიჯანული ჟურნალის, ”ნარგისის” პრეზენტაციაზე შვილებთან, ლეილასთან და არზუსთან ერთად. 2013 წ. იანვარი. "ვიკილიკსის" ერთ-ერთ საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ამერიკელი დიპლომატები დაბნეულობას გამოხატავენ, რადგან ადვილად ვერ გაარჩიეს დედასა და შვილებს შორის სხვაობა. ამან ხელი შეუწყო ჭორების გაჩენას იმის შესახებ, რომ ალიევსა და მის ქალიშვილებს პლასტიკური ოპერაციები აქვთ გაკეთებული.

ალიევა, რომელიც პირველი ლედის როლს ფართო საქველმოქმედო საქმიანობისთვის იყენებს, განახლებული საგანმანათლებლო დაწესებულების გახნაზე აზერბაიჯანში.

ილჰამ ალიევის თქმით, მისი მეუღლე ”აზერბაიჯანში ყველაზე ლამაზი ქალია.”

”ქალი ქალია, პრეზიდენტის მეუღლეც რომ იყოს, მაინც”, ფიქრობს ალიევი. ”იგი მშვიდობის, ჰარმონიისა და ოჯახში სიყვარულის გარანტია.”