გიორგი კლდიაშვილი ღია მმართველობაზე

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. მან ილაპარაკა “ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ შეხვედრაზე, რომელსაც 3-4 ივნისს თბილისმა უმასპინძლა. შეკრების მთავარი მიზანი იყო OGP-ის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და შეძენილი გამოცდილების გაზიარება, ასევე სამთავრობო რეფორმატორთა ფართო ქსელის შექმნისთვის საფუძვლის ჩაყრა, "ღია მმართველობის პარტნიორობის" რეფორმების უკეთ განხორციელების მიზნით.