იდომენიში მიგრანტთა ბანაკი დღითიდღე იზრდება

Your browser doesn’t support HTML5

დრონიდან გადაღებულ ამ კადრებზე აღბეჭდილია მიგრანტების მდგომარეობა საბერძნეთსა და მაკედონიის საზღვარზე მდებარე ბანაკში. საბერძნეთის ქალაქ იდომენის მახლობლად მინდორში რიგებადაა ჩაწყობილი კარვები, რომლებშიც მიგრანტები ათევენ ღამეს. მაკედონია დღეში მხოლოდ რამდენიმე ასეულ მიგრანტს ატარებს თავის ტერიტორიაზე. ადრე ის ათასობით მიგრანტს აძლევდა გავლის საშუალებას, მაგრამ ნაკადის შემცირება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მსგავსი შეზღუდვები დააწესეს სხვა ქვეყნებმა, სადაც მიემართებიან მიგრანტები მაკედონიის გავლით. იდომენიში, სულ მცირე, 12000 მიგრანტია ჩარჩენილი ბანაკში, რომელიც დღითიდღე იზრდება.