კიევი ევრომაიდნის წლისთავს აღნიშნავს

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფლების ექსკლუზიურ ვიდეოზე, რომელიც დრონის მეშვეობით იქნა გადაღებული GoPro კამერით, აღბეჭდილია კიევის თავისუფლების მოედანი, სადაც 21 ნოემბერს მაიდნის საპროტესტო გამოსვლების ერთი წლისთავი აღინიშნა. ამ საპროტესტო გამოსვლებს ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდება მოჰყვა. უკრაინელმა მომღერალმა, რუსლანამ, რომელმაც 2004 წელს ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა, უკრაინის ეროვნული ჰიმნი შეასრულა ათასობით შეკრებილთან ერთად. (ვიდეო: რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია)