თბილისში სოლიდარობას უცხადებენ მეშახტეებს

Your browser doesn’t support HTML5

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს სხვადასხვა ორგანიზაცია უცხადებს სოლიდარობას. თბილისში, თავისუფლების მეტროსთან, აქტივისტებმა მცირე აქცია გამართეს. ისინი სხვადასხვა ნივთს ყიდიან, რათა მიღებული თანხით მაღაროელებს დაეხმარონ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან უფრო ქმედითი ზომების მიღების ითხოვენ. უკვე მეცამეტე დღეა, ტყიბულში ათასამდე მეშახტეა გაფიცული ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გამჯობესების მოთხოვნით.