მგორავი ქვები საყდრისიდან

Your browser doesn’t support HTML5

15 დეკემბერს კულტურის სამინისტროს წინ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე შეკრებილმა ასამდე ადამიანმა დაგმო საყდრისში "არემჯი გოლდის" მიერ სამთომომპოვებელი სამუშაოების განახლება და სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება მოითხოვა. მათ ასევე მოითხოვეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის გადადგომაც. აქციის ორგანიზატორებმა საყდრისიდან წამოღებული ქვები სამინისტროს შესასვლელთან დააწყვეს და სამინისტროს თანამშრომლებს "სირცხვილის კორიდორიც" მოუწყვეს. მათი თქმით, საყრისის მაღარო უძველესი კულტურული ძეგლია და მისი ნაწილის გადარჩენა დღესაც შეიძლება.