რომელი ნაყინია დაბინძურებული?

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ საქართველოს ბაზარზე არსებული ნაყინების ლაბორატორიული ანალიზი ჩაატარა და შედეგების პრეზენტაცია გამართა. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ნაყინის ოთხი სახეობა მიკრობიოლოგიური ნიშნით დაბინძურებულია. გარდა ამისა, იყიდება სხვადასხვა ქვეყნიდან შეტანილი ნაყინიც, რომელთაც ქართული ანოტაცია არა აქვს და ექსპერტები მათი ხარისხის დადგენას ვერ ახერხებენ.