ყავის სმა კულტურის სამინისტროსთან

Your browser doesn’t support HTML5

სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წინ აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა მაგიდა და სკამები მოიტანეს და ყავის სმა დაიწყეს. როგორც აქტივისტები აცხადებენ, კულტურის სამინისტროში ძირითადად ყავის სმით არიან დაკავებული და დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გამოითხოვეს 2013 წლის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, წლის განმავლობაში სამინისტრომ პირადი მოხმარებისთვის 10 393 ლარის ყავა შეისყიდა.