შშმ პირები და არაინკლუზიური გარემო

Your browser doesn’t support HTML5

ზუსტად ერთი წელია, რაც საქართველო მიუერთდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციას, რითაც ვალდებულებას იღებს სათანადო და ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას ამ ადამიანებს. ინკლუზიური შრომის ბაზრების შექმნისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების ვალდებულება აქვს ცალკე აღებული სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. როგორ ასრულებს სახელმწიფო ამ ვალდებულებებს, რას აკეთებს სამოქალაქო სექტორი იმისათვის შშმ პირების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს? - ამის შესახებ მზია ფარესიშვილთან საუბრობენ სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ფირაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსა - ინკლუზიური ტურიზმი ყველასთვის“ წარმომადგენლები თამარ მახარაშვილი და მარინა ჯიმშელეიშვილი.