მოაწყვე სახლი აშენებამდე

Your browser doesn’t support HTML5

პროგრამა Inspacion საშუალებას გაძლევთ, ვირტუალურად შეაბიჯოთ ჯერ აუშენებელ შენობებში. მისი გამოყენება შეიძლება საავადმყოფოებში, სადაც ოთახებში ნივთების განლაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. წინასწარ გამზადებულ დიზაინს მომხმარებელი სპეციალურ სათვალეში ხედავს. ექიმს შეუძლია ვირტუალურად შეამოწმოს საოპერაციოში მოწყობილობების განლაგება. თუმცა ეს პროგრამა მხოლოდ კლინიკებისთვის არაა. აქ შეგიძლიათ ვირტუალურად შეარჩიოთ თუნდაც თქვენი სამზარეულოს დიზაინი. ავტორები ამბობენ, რომ ეს პროგრამა მომხმარებელს დიდ დროს და თანხას დაუზოგავს.