უვიზო მიმოსვლა - მარტის ბოლოდან?

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს. ბრიუსელში გამართულ პლენარულ სხდომაზე ამ წინადადებას მიემხრო 553 დეპუტატი. 66 წინააღმდეგი იყო, ხოლო 28 პარლამენტარმა თავი შეიკავა.

ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის ცნობით, დღევანდელი კენჭისყრა ერთ-ერთი ბოლო ეტაპია უვიზო მიმოსვლის ამოქმედების გზაზე. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარები დაამტკიცებენ უვიზო მიმოსვლის "შეჩერების მექანიზმს" (სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს) და ხელს მოაწერენ და ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნებენ შესაბამის დოკუმენტებს (სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში), საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის უფლებით ისარგებლებენ (ეს რეჟიმი, როგორც ვარაუდობენ, მარტის ბოლოს ამოქმედდება). წლის განმავლობაში შენგენის ზონის ქვეყნებში მათ ჯამში 180 დღე შეეძლებათ ყოფნა.

Your browser doesn’t support HTML5

გამოკითხვა უვიზო მიმოსვლის შესახებ