ევროკავშირის სწავლობს, შესაძლებელია თუ არა რუსეთის სამხედრო დაზვერვის უწყების, გრუს ტერორისტულ ორგანიზაციების სიაში შეყვანა. აქვე გიამბობს ბრიუსელის ახალი სანქციების შესახებ რუსეთის სუბიექტების წინააღმდეგ.
შეუძლია ევროკავშირს ტერორისტთა სიაში გრუს შეყვანა?
რა უნდა ვიცოდეთ: ევროკავშირი იმყოფება საწყის ეტაპზე იმის შესასწავლად, შესაძლებელია თუ არა რუსეთის სამხედრო დაზვერვის უწყების, გრუს, ბლოკის ტერორისტულ სიაში შეყვანა. ევროკავშირის სხვადასხვა წევრ სახელმწიფოზე ბოლო დროს განხორციელებულმა ჰიბრიდულმა თავდასხმებმა, რომელთაგან ბევრი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება გრუს, აიძულა დიპლომატები და იურისტები კავშირში, ჯერ გამოიკვლიონ, არის თუ არა ეს იურიდიულად შესაძლებელი, ხოლო შემდეგ მოიძიონ, აქვთ თუ არა ამის საკმარისი პოლიტიკური ნება ბრიუსელს. ასეთი ნაბიჯის კანონიერება საგულდაგულოდ შესწავლის საგანი გახდა, როცა ბრიუსელმა იანვრის დასაწყისში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) შეყვანა ტერორისტულ სიაში და ეს, ევროკავშირისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა.
მანამდე ამგვარი ინიციატივები არასახელმწიფოებრივ დაჯგუფებებზე, ჰამასსა ან ალ-ყაიდაზე ვრცელდებოდა.
IRGC-ის სიაში შეყვანამ არა მხოლოდ გახსნა სუვერენული სახელმწიფოს სამხედრო და სადაზვერვო აპარატის ოფიციალურ ნაწილზე დარტყმის შესაძლებლობა, არამედ ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოში „სახელმწიფოს დაფინანსებით მოქმედი ტერორიზმის“ გაგებაც გაჩნდა.
ევროკავშირის მიერ რომელიმე კერძო ან იურიდიული სუბიექტის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან სანდო მესამე ქვეყნის სასამართლოს მანამდელ გადაწყვეტილებაზე.
IRGC-ის შემთხვევაში, სამართლებრივი „მტკიცებულება“ იყო დიუსელდორფის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს 2023 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ერთი წლის წინ გერმანიის ქალაქ ბოხუმში სინაგოგაზე განხორციელებული ცეცხლის წაკიდების მცდელობა უეჭველად ირანული ორგანიზაციის მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული.
ასევე ნახეთ
მხოლოდ პუტინის სატირიკოსის მკვლელობა თუ შეკვეთილ მკვლელობებზე მომუშავე ქსელი - რას იძიებს პოლონური მხარე?რა არის საჭირო: ახლა ეძებენ მსგავს გადაწყვეტილებებს გრუსთან დაკავშირებით, რასაც არ უჩანს კარგი პირი.
დღემდე ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა ოფიციალურად წაუყენეს ბრალი გრუს ოფიცრებს, ხშირად დაუსწრებლად, მაგრამ ისინი ეხებოდა ჯაშუშობას ან მკვლელობის მცდელობას - მაგრამ არა ტერორიზმს. ევროპელი დიპლომატების თქმით, რომლებიც იცნობენ ამ საკითხს, ცალკეული სახელმწიფოების პროკურორები შეზღუდული არიან შესაბამისი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსებში ტექნიკური განმარტებებით.
ანუ საქმე გვაქვს ტრადიციულ სისხლის სამართლებრივ ან დაზვერვასთან დაკავშირებულ ბრალდებებთან და, არა ტერორიზმთან.
შევხედოთ, მაგალითად, ჩეხეთში 2014 წლის ვრბეტიცეს საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქებების გარემოებას.
ქვეყნის პროკურორებმა პასუხისმგებლობა დააკისრეს გრუს ორი ოფიცერს, მაგრამ ჩეხეთის კანონმდებლობა არ იძლევა სრულფასოვანი სისხლის სამართლის პროცესის მოწყობის ან განაჩენის გამოტანის საშუალებას, ვინაიდან ეჭვმიტანილები რუსეთში რჩებიან.
მსგავსი ვითარებაა მერე საქმის გარშემო: 2018 წელს ინგლისში, სოლსბერიში, ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნოვიჩოკით მოწამვლა. აქ გრუს აგენტებს (სხვათა შორის, მათვე, ვისაც ვრბეტიცეს გამო) ბრალი წაუყენეს დაუსწრებლად, მაგრამ მკვლელობის მცდელობისა და ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის - და არა ტერორიზმისთვის.
ასევე ნახეთ
პოლონიუმი, თალიუმი, რიცინი, ნოვიჩოკი - რომელი შხამებით იშორებს კრემლი ოპონენტებს?არის შესაძლებლობა, გრუს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების ორი ყველაზე პერსპექტიული შესაძლებლობა ლიეტუვის მეოხებით მოხდეს. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 2024 წლის ინციდენტს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში გაგზავნილ სატვირთო თვითმფრინავებზე აალებადი-ცეცხლგამჩენი მოწყობილობები განთავსდა, მაგრამ ცეცხლი გაჩნდა უკვე გერმანიის, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს საწყობებში. ლიეტუველმა პროკურორებმა 2025 წელს ტერორიზმში ბრალი წაუყენეს 15 პირს, თუმცა ეს ადამიანები გრუს მიერ გადაბირებული, ოპერატიული დაქირავებულები იყვნენ და არა გრუს პირდაპირი ოფიცრები. ბრიუსელში იურისტები განსჯიან, არის თუ არა ასეთი კავშირი საკმარისად ძლიერი.
შემდეგი მსგავსი შემთხვევაა მიმდინარე სასამართლო პროცესი ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში. ექვს უცხოელ მოქალაქეს ბრალი ედება 2024 წლის სექტემბერში ქალაქ შაულიაიში ცეცხლის წაკიდების თავდასხმის დაგეგმვა იმ კერძო სამხედრო საწარმო ობიექტზე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. როგორც პირველ შემთხვევაში, ეს ადამიანები შეიძლება უბრალოდ შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ გრუსთან კავშირი, სავარაუდოდ, უფრო ძლიერია, რაც პოტენციურად ამზადებს ნიადაგს მომხდარის ტერორიზმად შესაფასებლად.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს მკაფიო სამართლებრივი გზა გრუს ტერორისტულ ორგანიზაციად განსაზღვრისთვის ევროკავშირის დონეზე, საკითხავია, არსებობს თუ არა პოლიტიკური სურვილი ასე შორს წასასვლელად.
ასევე ნახეთ
როგორ ქმნის გრუ დივერსანტთა გადასაბირებელ ბოტებს ტელეგრამშიევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნებაა საჭირო და ზოგმა შეიძლება იდავოს, რადგან თვლიდეს, რომ დიპლომატიური კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნება აუცილებელია, რადგან მოსკოვმა შესაძლოა შური იძიოს ასეთი ნაბიჯის გამო ევროპის საელჩოებზე, მისიებსა თუ კულტურის სახლებზე დარტყმით, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება ბევრ ქვეყანაში. ბრიუსელში ზოგიერთი ოფიციალური პირის აზრით, ის ფაქტი, რომ გრუ უკვე სანქცირებულია ევროკავშირის მიერ და შესაბამისად მისი აქტივები ბლოკში გაყინულია, ხოლო მის ხელმძღვანელობას მოგზაურობა აქვს აკრძალული, საკმარისი უნდა იყოს. მაგრამ უფრო მკაცრი ზომების მომხრე წევრი სახელმწიფოები თვლიან, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. ისინი აღნიშნავენ, რომ ოფიციალური “ტერორისტული სია” ფარავს მთელ უწყებას, რაც ნიშნავს, რომ სამიზნე ხდება თითოეული ოფიცერი და ამით დაიხურება ხვრელი, რომლის გზითაც, პირები, ვისაც სანქციები დაუწესდათ, ჯერ კიდევ შეძლებდნენ ევროკავშირში მოგზაურობას და უფრო ადვილად მოქმედებას.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ზურგს უმაგრებს აზრს, რატომ არის აუცილებელი გრუს ტერორისტულ სიაში შეყვანა, ისაა, რომ ეს კარს უხსნის ევროპის ქვეყნების პროკურორებსა და პოლიციის ძალებს ადგილობრივი გადაბირებული პირების, მათ შორის ევროკავშირის იმ მოქალაქეების დაპატიმრებისა და მსჯავრდადებისთვის, რომლებიც პოტენციურად გრუს სახელით ჰიბრიდული თავდასხმების მონაწილე შეიძლება გახდნენ. ეს ასევე გააადვილებდა ევროკავშირის მასშტაბით ანტიტერორისტული დაპატიმრების ორდერების გაცემას, რადგან გრუს ოპერაციები გაერთიანდებოდა ევროპოლის ევროპულ ანტიტერორისტულ ცენტრში (ECTC) და განამტკიცებდა ორგანიზაციის კომუნიკაციებსა და გააძლიერებდა სადაზვერვო თვალთვალს ბლოკის შიგნით.
ასევე ნახეთ
დუგინის ფარაონი: როგორ იქცა აფრიკელი რადიკალი კრემლის დივერსანტადევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს გააფართოებს
ევროკავშირი მზადაა, გააფართოოს თავისი რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები.
დიდ პაკეტებზე უარის თქმის შემდეგ, ახლა აქტუალური მეთოდია ადამიანებისა და კომპანიების მიმართ ყოველთვიურად სულ უფრო მეტი სავიზო აკრძალვების და აქტივების გაყინვის დამატება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს და ოფიციალურად დაამტკიცეს 1600 ახალი სუბიექტის შავ სიაში შეტანა. ესენი წარმოადგენენ ძირითადად რუსეთის სამხედრო მრეწველობას.
ამის შემდეგ სანქცირებული კერძო და იურიდიული პირების საერთო რაოდენობამ 4 600-ზე მეტს მიაღწია 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. როდესაც ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეიკრიბებიან 16 ნოემბერს, ისინი იმედოვნებენ სიის კიდევ გაზრდას.
ახალი წინადადების დოკუმენტი, რომელიც RFE/RL-მა ნახა, 21 ოქტომბერს წარედგინა 27 წევრი სახელმწიფოს ელჩებს ბრიუსელში. თუმცა მასშტაბით უფრო მცირეა, ვიდრე წინა შავი სია - ჯერჯერობით შეთავაზებულია მხოლოდ 12 ფიზიკური პირი და 105 კომპანია - ახალ წინადადებაში ზოგიერთი სუბიექტი ბევრად უფრო მაღალი დონისაა. წინა რაუნდში, ევროკავშირის დიპლომატების უმეტესობამ, დაჟინებული მოთხოვნისას, ვერც კი დაასახელა ის პირები, ვისაც სანქციები ეხებოდა, რაც მათ ნაკლებ მნიშვნელობაზე მეტყველებს.
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი პირი, რომელიც ახლად მოხვდა შავ სიაში, არის ტატიანა კიმი, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი Wildberries-ისა - რუსეთის უდიდესი ონლაინ მოვაჭრისა, რომლის საწყობებიც ბოლო თვეებში უკრაინული დარტყმების ხშირი სამიზნე გახდა.
ასევე ნახეთ
"და ვის აინტერესებს სანქციები?!" - როგორ ამღერებს რუსული პროპაგანდა AI-სახალი სანქციების შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „Wildberries-ი მოქმედებს როგორც რუსული სამხედრო ძალების მომარაგების ქსელი და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გამსაღებელი. იქვე წერია, რომ „კომპანიამ ჩამოაყალიბა სტრატეგიული პარტნიორობა უპირატესად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ VTB ბანკთან, რომელიც ასევე ევროკავშირის სიაში მყოფ სუბიექტია”.
ბიზნესმენები, როგორებიცაა ალექსანდრ ჩაჩავა, რომელიც აღწერილია როგორც „მეწარმე“, და რუსლან ბაისაროვი, მოხსენიებული როგორც „მილიარდერი“, ასევე შეყვანილნი არიან სიაში. ჩაჩავა ფლობს რუსულ საინვესტიციო ჰოლდინგურ კომპანია JSC "O23"-ს, რომელსაც ეკუთვნის ყველაზე დიდი წილი რუსეთის სიდიდით მეორე ელექტრონულ - სავაჭრო კომპანია Ozon-ში. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „Ozon-ი რუსეთის სამხედრო ძალებისთვის მომარაგების ქსელის ფუნქციას ასრულებს და ხელს უწყობს სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვას”. ამას გარდა, ის ასევე ფლობს წილს ქვეყნის უდიდეს საინტერნეტო კომპანია Yandex-ში, რომელიც, “რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის მნიშვნელოვან შემოსავალს გამოიმუშავებს.”
ბაისაროვი ხელმძღვანელობს JSC Bamtonnelstroy-Most-ს (BTS-Most) მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო მშენებლობის საწარმოს რუსეთში და მანვე შეიძინა საკონტროლო პაკეტი BTS-Gold-ში, ოქროს მოპოვების მნიშვნელოვან კომპანიაში, რომელიც უკვე სანქცირებულია ბრიუსელის მიერ.
კიდევ ერთი საინტერესო სახელია სერგეი მატვიენკო, რუსი ბიზნესმენი, რომლის დედაც ვალენტინა მატვიენკო არის ფედერაციის საბჭოს, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე და უკვე ბლოკის სანქციების სიაშია 2014 წლიდან იმ დროს რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მხარდაჭერისთვის. სერგეი მატვიენკოს შავ სიაში შეყვანის საბაბი LLC Megalit-Okhta Group-ის აქციონერობაა. ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი უძრავი ქონების დეველოპერი, რომელიც ტექსტის თანახმად „მოქმედებს როგორც მსხვილი ფისკალური კონტრიბუტორი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში“. ის ასევე ფლობს რუსული სამშენებლო კომპანიის LLC Parameter-ს, რომლის პროფილი „ჩამდინარე წყლებისა და კანალიზაციის სისტემების შეგროვება, დამუშავება და შეკეთებაა, ძირითადად მსხვილ კლიენტებთან სახელმწიფო კონტრაქტებზე მუშაობით“. სიაში შემავალი სხვა ადამიანები არიან რუსული ნავთობის ტრანსპორტირების გემების მენეჯერები, ასევე რუსული ენერგეტიკული სექტორში ჩართული ბიზნესმენები.
ჩამოთვლილ სუბიექტებს შორის არის რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის რუსული ბანკი, მათ შორის რამდენიმე რეგიონული. მსხვილი რუსული ფინანსური ინსტიტუტები უკვე ადრე იყვნენ სამიზნეში ამოღებული.
ბევრ მათგანს სანქციებს უწესებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრებისთვის, განსაკუთრებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილეებისთვის, სესხის დაფარვის საშეღავათო პერიოდების შეთავაზებისთვის. შეთავაზებულ შავ სიაში არის მრავალი კომპანია, რომლებიც აკონტროლებენ ან ფლობენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ესაა „ენერგეტიკული სექტორი, კერძოდ ნავთობის სექტორი, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლის არსებით წყაროს რუსეთის მთავრობისთვის“.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა 2027 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიშესაძლოა, ჩამოთვლილი სუბიექტების ყველაზე საინტერესო ასპექტი არის ის, თუ რამდენი მათგანია არა-რუსული. ევროკავშირმა თანდათან დაიწყო იმ სხვა ქვეყნების ფირმების ამოღება სამიზნეში, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კრემლს ეხმარებიან და ეს კი, ამ დრომდე მცდელობებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ამბიციურია.
სანქციები შეიძლება დაუწესონ არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) რამდენიმე კომპანიას. ევროკავშირი ადგენს, რომ ეს კომპანიები, ხშირად საფარ კომპანიების მიღმა და მათი მეშვეობით, მართავენ „გემებს, რომლებსაც გადააქვთ რუსეთში წარმოებული ან რუსეთიდან ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები და ახორციელებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის შემცველ ტრანსპორტირებას”. სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული ორი კომპანიაც არის შეთავაზებული იმავე ტიპის ქმედებისთვის. გარდა ამისა, სიაში შეიძლება მოხვდეს ჰონგ კონგში დაფუძნებული რამდენიმე ჩინური კომპანიაა. ისინი ან ყიდულობენ რუსულ ნავთობს, ან ფლობენ მრავალ გემს, რომლებიც უკვე სანქცირებულია ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის.
ევროკავშირ-კანადის სამიტზე მონრეალში 29-30 ოქტომბერს საინტერესო გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ. შეხვედრა იმ დროს იმართება, როდესაც წყვილი უფრო მჭიდრო კავშირებს ეძებს, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა წლის დასაწყისში წამოაყენა კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრობის“ შეთავაზების ჯერ კიდევ განუსაზღვრელი იდეა. ამ იდეას შეიძლება არ ჰქონდეს დიდი პოლიტიკური სვლის ძალა, რადგან ასეთი რამ ჯერ არ არსებობს და ოტავასაც შეიძლება არ ჰქონდეს დიდი ინტერესი, მაგრამ კანადა მის სანაცვლოდ შეიძლება შეუერთდეს ევროკავშირის ერასმუსის სტუდენტური გაცვლის პროგრამას და გალილეოს თანამგზავრული ნავიგაციის სისტემას.