ქალთა კლუბები ერთიან ქსელს ქმნიან

Your browser doesn’t support HTML5

12 ნოემბერს თბილისში გაიმართა ქალთა კლუბების ქსელის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ათი ქალაქის სამოცამდე წარმომადგენელმა. ქალთა კლუბების ქსელის მიზანია, გააერთიანოს ქვეყნის რეგიონებში მცხოვრები ქალები მათ წინაშე მდგარი პრობლემებთან ბრძოლაში. ამ პრობლემებს შორისაა გენდერული უთანასწორობა, ძალადობა ოჯახსა თუ სამსახურში, არათანაბარი ანაზღაურება ერთი და იგივე სამუშაოსთვის და სხვა. შეხვედრა გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პატრონაჟით.