2013 წელი ფოტოებში
ადგილნაცვალი ბავშვები ზამთრისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ეზიდებიან ქაბულის გარეუბანში. 1 იანვარი.
ერაყის ქალაქ ქერბალაში შიიტი მუსლიმები ლოცულობენ იმამ ჰუსეინის სამლოცველოში. 2 იანვარი.
ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე რუსეთში, მორდოვეთის ქალაქ სარანსკში. მარცხნივ: მორდოვეთის რესპუბლიკის ლიდერი ვლადიმირ ვოლკოვი. თებერვალში დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. 6 იანვარი.
ბელორუსიის სოფელ კალაჩიში ბავშვები ურემზე ჩაბმულები სრიალებენ საშობაო დღესასწაულ კოლიადიზე. 7 იანვარი.
პაკისტანის ისლამისტმა ლიდერმა, მუჰამად ტაჰირ-ულ ყადრიმ მონაწილეობა მიიღო ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციაში ლაჰორში. აქციის მონაწილეები რეფორმებს მოითხოვდნენ არჩევნების წინ. 13 იანვარი.
მოციგურავე ყინულისა და თოვლის სკულპტურების ფესტივალზე ყაზახეთში, ალმა-ატის მახლობლად. 14 იანვარი.
მართლმადიდებელ ბიჭს ყინულოვან წყალში ჩახტომაში ეხმარებიან ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად მდებარე სოფელ ლენინსკოეში. ეს რიტუალი ნაწილია ნათლისღების დღესასწაულისა. 19 იანვარი.
ქალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს პორტრეტი უჭირავს საპროტესტო აქციაზე კიევში, პრეზიდენტის ოფისის წინ. 21 იანვარი.
ხალხი გაურბის ცრემლმდენ გაზს, რომელიც პოლიციამ გაუშვა მას მერე, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბეტონის ბარიერები მოაშორეს კაიროში, ტაჰრირის მოედანზე. 24 იანვარი.
დაპატიმრებული კანონმდებლების მომხრეები საპროტესტო დემონსტრაციას მართავენ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, სასამართლოს შენობის წინ. 25 იანვარი.
მეთევზეები ყინულში სათევზაოდ იკრიბებიან ლიტვის ქალაქ კლაიპედის მახლობლად. 27 იანვარი.
დამწვარი შენობის ფასადი აზერბაიჯანის ქალაქ ისმაილიში, სადაც ძალადობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა. გამოსვლების მონაწილეები ითხოვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელის, ნიზამი ალეკბეროვის გადადგომას. 29 იანვარი.
სირიის თავისუფალი არმიის მეომრები გარბიან თავის შესაფარებლად მაშინ, როცა ტანკის ჭურვი ფეთქდება დამასკში, აინ ტარმას რაიონში მიმდინარე მწვავე ბრძოლებისას. 30 იანვარი.
აზერბაიჯანის ოპოზიის მხარდამჭერები დროშებს აგროვებენ მამედ ემინ რასულზადეს, 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის დაბადების დღეზე. 31 იანვარი.
მუშები ხის მორებს ახარისხებენ რუსეთში, მდინარე ენისეის ნაპირზე მდებარე ქალაქ ლესოსიბირსკში. 31 იანვარი.
სომხეთის საპრეზიდენტო კანდიდატი პარუირ ჰაირიკიანი ერევნის საავადმყოფოს სარეანიმაციო განყოფილებაში. ჰაირიკიანს მისი სახლის წინ ესროლეს მხარში სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე. 1 თებერვალი.
ქალები ვოლგოგრადში, ყოფილ სტალინგრადში მდებარე ძველი წისქვილის ფონზე, რომელიც საკვანძო მნიშვნელობის შენობა იყო მეორე მსოფლიო ომში. 2 თებერვალს რუსეთში აღინიშნა სტალინგრადის ბრძოლაში ნაცისტების დამარცხების 70 წლისთავი. ამ ბრძოლამ გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომში.
ირანელი მოსწავლე გოგონა უსმენს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოსვლას თეირანში, საპარლამენტო სხდომაზე. 3 თებერვალი.
რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში მასწავლებელი და მისი მოსწავლეები ტანზე წყალს ისხამენ. ჰაერის ტემპერატურა -21 გრადუსია. 5 თებერვალი.
ქალი ფანჯრიდან აკვირდება საპროტესტო აქციას ეროვნული ბიბლიოთეკის წინ. აქციის მონაწილეები შეეცადნენ გზა გადაეკეტათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის და არ შეეშვათ ის ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც ის ყოველწლიური სიტყვით უნდა გამოსულიყო. 8 თებერვალი.
სომხეთის დედაქალაქი ერევანი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. უკანა პლანზე არარატის მთა. 17 თებერვალი.
პაკისტანის შიიტი მუსლიმები ქალაქ კუეტაში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა კუბოებთან. სამგლოვიარო ცერემონიის მონაწილეებმა უარი თქვეს ცხედრების დაკრძალვაზე და ათასობით ადამიანი გაიფიცა შიიტი მუსლიმებისთვის უსაფრთხოების მოთხოვნით. 18 თებერვალი.
პარალიმპიური თამაშების მონაწილე, მორბენალი ოსკარ პისტორიუსი სასამართლოს წინაშე სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში. პისტორიუსი გირაოთი გაათავისუფლეს. მას თავისი სატრფოს, მოდელი რივა სტინკამპის მკვლელობაში ედება ბრალი. 20 თებერვალი.
იუზო მიჰარა (მარცხნივ) დ ამისი ცოლი იუკო უკაცრიელ ქუჩაზე იაპონიის ქალაქ ნამიში, რომელიც ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს, დახურულ ბირთვულ ზონაში მდებარეობს. ქალაქის მოსახლეობა აიძულეს, 2011 წლის ბირთვული კატასტროფის შემდეგ მიეტოვებინათ სახლები და მათ მხოლოდ მოკლე ხნით დართეს შინ დაბრუნების ნება საკუთარი ნივთების გამოსატანად. 22 თებერვალი.
მამაკაცები ცდილობენ ავტომანქანისთვის წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობას. მანქანას ცეცხლი წაუკიდეს საპროტესტო გამოსვლების დროს, რომელიც შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ ბომბის აფეთქებას მოჰყვა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში. 4 მარტი.
კარაკასის ქუჩებში ვენესუელის გარდაცვლილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის კუბოს მიასვენებენ 6 მარტს. ჩავესი 5 მარტს გარდაიცვალა 58 წლის ასაკში.
ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს როდრიგო დე ფრეიტასის ლაგუნაში ტონობით მკვდარი თევზი ტივტივებს. 13 მარტი.
ჩრდილოეთის ციალი შვედეთის ქალაქების, არესა და ოსტერზუნდის თავზე. 17 მარტი.
ვადი ალ-სალაამის სასაფლაო ერაყის ქალაქ ნაჯაფში 1 აპრილს. იგი მსოფლიოში უდიდეს სასაფლად ითვლება.
სომხეთის პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, რაფი ჰავანისიანის მომხრეს აპატიმრებს ერევანში გამართული საპროტესტო აქციისას. აქცია მოჰყვა სომხეთის პრეზიდენტად სერჟ სარქისიანის მეორე ვადით ინაუგურაციას 9 აპრილს.
მინსკში, გამარჯვების მოედანზე, ბელორუსი გოგონები ესწრებიან საპატიო ყარაულის ცერემონიას, რაც ნაწილია სახელმწიფო პატრიოტული აღზრდის პროგრამისა და გამარჯვების დღის დღესასწაულისთვის მზადებისა. 11 აპრილი.
მუსლიმი ქალები ჯგუფური დაკრძალვის წინ ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ ვლასენიცაში. 1992-1995 წლებში ქვეყანაში მიმდინარე ომის დროს სერბული შენაერთების მიერ მოკლული 11 ბოსნიელი მუსლიმის ნეშტები მასობრივი საფლავიდან ვლასენიცის სასაფლაოზე გადაასვენეს. 20 აპრილი.
ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, აქტივისტთა ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრი, სასამართლო სხდომის დროს ქალაქ ზუბოვა პოლიანაში 26 აპრილს. ტოლოკონნიკოვას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რელგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით.
უკრაინის ქალაქ სლავუტიჩში ხალხს სანთლები უჭირავს მემორიალურ ცერემონიაზე, რომელიც 1986 წელს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის დროს დაღუპული მეხანძრეებისა და მუშების საპატივცემულოდ გაიმართა. 26 აპრილი.
აჰმად კადიროვის სახელობის მეჩეთი და გროზნოს განახლებული ცენტრი.
ბრბო თავს ესხმის მიკროავტობუსს, რომელშიც სხედან ლგბტ უფლებების დამცველები. ეს უკანასკნელნი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს აქციის გამართვას ცდილობდნენ თბილისის ცენტრში. 17 მაისი.
ქაბულში ბავშვები აფეთქების ადგილიდან გარბიან. 24 მაისი.
ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომზე მართლმადიდებელი მღვდელი კურთხევის რიტუალს ასრულებს კოსმოსურ ხომალდ „სოიუზის“ გაფრენის წინ. 27 მაისი.
შეტაკება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებს შორის სტამბოლში, პრემიერ-მინისტრის ოფისის მახლობლად. სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე დაწყებული დემონსტრაციები, რომლებიც ადგილობრივი პარკის რეკონსტრუქციის წინააღმდეგ იყო მიმართული, მალე გაფართოვდა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემდეგ. 2 ივნისი.
საპატიო ყარაული ავღანეთში დაღუპული საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა კუბოებით თბილისის აეროპორტში. 9 ივნისი.
რეფორმატორი საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიცე-პრეზიდენტ მოჰამად რეზა არეფის მომხრე თეირანში 10 ივნისს. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 14 ივნისს გაიმართა, ზომიერი კურსის მომხრე კანდიდატმა ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა.
თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად დემონსტრანტს ალი მოედო თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმებთან შეტაკებისას სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე, სადაც მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს. 11 ივინისი.
„დიდი რვიანის“ ლიდერები ჯგუფურ ფოტოებს იღებენ სამიტზე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართა. 18 ივნისი.
სამხედრო მანქანების კოლონა ბაქოში, სამხედრო აღლუმისთვის მზადებისას. 21 ივნისი.
ჩინელი ასტრონავტები სალამს იძლევიან მას მერე, რაც კოსმოსური ხომალდი „შენჟოუ -10“ მშვიდობიანად დაეშვა ხმელეთზე. 26 ივნისი.
„მუსლიმთა საძმოს“ ორი მომხრე ჯარისკაცების პირისპირ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 8 ივნისს. ხუთი დღით ადრე სამხედროებმა პრეზიდენტი მუჰამად მორსი ჩამოაგდეს.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი მეუღლეს, იულიას ეხვევა მას მერე, რაც ის ქალაქ კიროვში გამართულმა სასამართლომ გაათავისუფლა და პირობითი პატიმრობა მიუსაჯა 19 ივლისს. ნავალნის ფინანსური მაქინაციები ედება ბრალად, რასაც ის პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებად მიიჩნევს.
პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მიესალმება თავისი პაპომობილიდან ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში. 22 ივლისი.
მანქანები სახიფათო გზაზე მეწყრის მახლობლად. ჩინეთის პროვინცია განსუში 23 ივლისს მომხდარ 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრას მრავალი ადამიანი ემსხვერპლა.
სირიის ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აღბეჭდილია ხალედ ბინ ვალიდის მეჩეთი ქალაქ ჰომსში. როგორც იტყობინებიან, მეჩეთი სირიის არმიის საარტილერიო იერიშის შედეგად დაზიანდა 22 ივლისს.
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდინარე ამურით დატბორილი სოფელი. ეს ბოლო 120 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ წყალდიდობად ითვლება რუსეთში. 14 აგვისტო.
ირანელი ქალები ლოცულობენ შიიტი მუსლიმების დღესასწაულ ეიდ ალ-ფიტრიზე. 9 აგვისტო.
გერმანიის ქალაქ ჰაგენ-ფორჰალეში ტელემაყურებლები უყურებენ კანცლერ ანგელა მერკელისა და მისი მეტოქის, პეერ შტაინბრიუკის დებატებს. 1 სექტემბერი.
ირანელი უფლებადამცველი ნასრი სოტუდეჰი თეირანში, საკუთარ სახლში თავის ვაჟს, ნიმას, ეხვევა 18-თვიანი პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ. სოტუდეჰს ექვსი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის ირანის სახელმწიფო უშიშროებისთვის ზიანის მომტანი საქმიანობისთვის.
ადამიანები დახლის უკან იმალებიან კენიის დედაქალაქ ნაირობიში, როცა შეიარაღებული პირები შეიჭრნენ სავაჭრო კომპლექსში 21 სექტემბერს. 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა თავდასხმისას, რომელიც „ალ-ყაიდასთან“ დაახლოებულმა დაჯგუფებამ, სომალიში მოქმედმა „ალ-შაბაბმა“ განახორციელა.
მგლოვიარე ქალი თბილისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან. 27 სექტემბერი.
თეატრალური წარმოდგენა ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარის ძველი ხიდის მახლობლად 28 სექტემბერს. მე-16 საუკუნის ხიდი 1993 წელს დაინგრა ბოსნიის ომის დროს. ის 2004 წელს აღადგინეს.
ტაჯიკი ქალი ბამბის კრეფისას სოფელ იახაკის მახლობლად. 10 ოქტომბერი.
მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ პაკისტანის ქალაქ კარაჩის ბაზარში. 16 ოქტომბერი.
პაკისტანელი მოზარდი აქტივისტი მალალა იუსაფზაი, რომელსაც თალიბმა ექსტრემისტებმა 2012 წელს თავში ესროლეს, წარწერას აკეთებს თავის მემუარებზე „მე ვარ მალალა“. 20 ოქტომბერი.
ჩეხი ხელოვანის, დავიდ ჩერნის ქანდაკება პრაღაში, მდინარე ვლტავაზე 21 ოქტომბერს, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. გიგანტური თითი მიმართულია პრაღის ციხე-სიმაგრისკენ, სადაც არის პრეზიდენტ მილოშ ზემანის რეზიდენცია.
ყირგიზი ბაზიერი თავის ოქროსფერ არწივს აფრენს სანადირო დღესასწაულის დროს სოფელ ბოკონბაიევოში. 9 ნოემბერი.
ფილიპინელები საკვებისა და წყლის რიგში დგანან ქალაქ ტაკლობანში დამანგრეველი ტაიფუნის შემდეგ. ტაიფუნმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათიათასობით ადამიანი დატოვა უსახლკაროდ. 14 ნოემბერი.
საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაციის ცერემონიაზე თბილისში. 17 ნოემბერი.
ხალხი სანთლებს ანთებს კიევში 23 ნოემბერს გამართულ მემორიალურ ცერემონიაზე, უკრაინაში მასობრივი შიმშილობის, ჰოლოდომორის 80 წლისთავის აღსანიშნავად. ჰოლოდომორმა რამდენიმე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
ცურვის ადგილობრივი კლუბის წევრებს სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი გადააქვთ მდინარე ენისეიზე, ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკში. 26 ნოემბერი.
შიიტი ქალები დასტირიან ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულს. 26 ნოემბერი.
ინდონეზიაში, ჩრდილოეთ სუმატრაზე მდებარე სინაბუნგის მთა ვულკანურ ფერფლს აფრთქვევს. 28 ნოემბერი.
ავღანელი ბავშვები ღია ცის ქვეშ გაკვეთილებს ესწრებიან ლტოლვილთა ბანაკში, ქალაქ ჯალალაბადის გარეუბანში. 1 დეკემბერი.
ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა შეტაკება პოლიციასთან კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წინ. მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მას მერე იფეთქა, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.1 დეკემბერი.
ბუდისტი ბერი აირწინაღს იკეთებს, როცა პოლიცია წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს იყენებს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ მთავრობის შენობის წინ ბანკოკში, 2 დეკემბერს. აქციის მონაწილეები ტაილანდის პრემიერ-მინისტრ იუნგლუკ შინავატრას გადადგომას ითხოვდნენ.
ბიჭი ეამბორება სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას პორტრეტს იოჰანესბურგში, მანდელას დაკრძალვის ცერემონიაზე 10 დეკემბერს. ნელსონ მანდელა 5 დეკემბერს გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.
პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა იერიში განახორციელეს ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეთა მიერ აღმართული ბარიკადების წინააღმდეგ კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე. დემონსტრანტებმა უარი თქვეს მოედნის დატოვებაზე, რომელიც მათ მანამდე ათი დღის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული.