ადა მარშანია დეპუტატს და ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

Your browser doesn’t support HTML5

ადა მარშანია თინა ბოკუჩავას და ჟურნალისტებს დაუპირისპირდა პარლამენტის ფოიეში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ადა მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თინა ბოკუჩავას დაუპირისპირდა. ადა მარშანიამ თინა ბოკუჩავას შემდეგი სიტყვებით მიმართა „სადისტი მიშას დაქალო“ და „პროვოკატორო". თინა ბოკუჩავა ადა მარშანიას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მისი სიტყვებით ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი გაღიზიანებულია იმით, რომ მოსახლეობა რუსეთს და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს. ადა მარშანია მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატთან ნიკა მელიასთან მივიდა, რომელიც იმ დროს ინტერვიუს აძლევდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს. ადა მარშანიამ ლოგოიანი ღრუბლები მოაძრო სხვადასხვა მედიასაშუალების მიკროფონებს.