არჩევნების შედეგი და შეცდომების აღიარება

Your browser doesn’t support HTML5

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გასაანალიზებლად და მეორე ტურის სამოქმედო სტრატეგიის დასაგეგმად. ყველაზე მეტი კრიტიკა პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაიმსახურეს. დეპუტატებიც საკმაოდ თვითკრიტიკულად აფასებენ თავიანთ როლს.