„არც ერთი წვეთი!“ - საბჭოთა პლაკატები ალკოჰოლის წინააღმდეგ

1930 წლის საბჭოთა პლაკატი. ალკოჰოლი „კულტურული რევოლუციის მტრად“ გამოაცხადეს.

1929 წლის პლაკატი. ბიჭუნა სიტყვაში „სპირტი“ ერთ ასოს ცვლის და გამოდის „სპორტი“.
1929 წელს საბჭოთა მთავრობამ განკარგულება გამოსცა ლუდხანებისა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის სხვა ადგილების მასობრივი დახურვის შესახებ.

1929 წელს დაბეჭდილი პლაკატი წარწერით: „სირცხვილი მათ, ვინც ხელფასს შავ სალაროში იღებს“.
შავ სალაროში ხელფასს მათ უხდიდნენ, ვინც შრომით დისციპლინას დაარღვევდა. წარწერიდან ჩანს, რომ პლაკატის ავტორები ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებას უკავშირებდნენ წარმოების დაბალ დონეს, რაც, ამავე დროს, იწვევდა პირველი ხუთწლიანი გეგმის შესრულების გამო მღელვარებას.

„დათვრა, ილანძღებოდა, ხე მოტეხა - ხალხს თვალს ვერ უსწორებს“. ალკოჰოლის საწინააღმდეგო მორიგი კამპანიის დროს 1958 წელს ბევრ ადგილას აკრძალეს ალკოჰოლის გაყიდვა.

„და ამბობენ, რომ ღორები ჩვენ ვართ...“ - 1958 წლის კიდევ ერთი პლაკატი.

„ჩვენს ჯანსაღ ცხოვრებაში ალკოჰოლისთვის გზა გადაკეტილია“. 1959 წელს საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სანიტარიული განათლების ინსტიტუტმა 30 ათას ეგზემპლარად დაბეჭდა ასეთი პლაკატი.

1959 წლის პლაკატი მოქალაქეებს აფრთხილებდა: „უცხოელი მზვერავები განსაკუთრებით ნადირობენ სმის მოყვარულებზე“.

„არც ერთი წვეთი!“ – 1961 წლის პლაკატი.

„ჩვენ მუშათა რიგებიდან გავაძევებთ მსმელებს!“ - ამ პლაკატზე ვლადიმირ მაიაკოვსკის ლექსის ციტატაა გამოყენებული. მარცხნივ, მილზე წარწერა - „წუნი“, ხოლო მარჯვნივ - "არაყი".

1972 წლის მესიჯი მარტივი იყო: „სანამ გვიან არ არის, შეჩერდი“.

„დროა აღვკვეთოთ კოლექტიური დროს ტარება“ – 1972 წლის ანტიალკოჰოლური კამპანია დაემთხვა სპირტიანი სასმელების წარმოების შემცირებას და უალკოჰოლო სასმელების, ასევე ღვინისა და ლუდის წარმოების იმავდროულ ზრდას. 1970-იანი წლების ბოლოს ალკოჰოლის მოხმარებამ უმაღლეს დონეს მიაღწია საბჭოთა ისტორიაში.

„სამარცხვინო წყვილი - უსაქმური და არყის ბოთლი“ - უკრაინაში 1981 წელს გამოშვებული პლაკატი.

„დედას მე არ ვუყვარვარ“- 1982 წლის პლაკატი.

1983 წელს გამოშვებული პლაკატი.

1985 წლის ამ პლაკატზე პომიდვრის წვენის ქილა გამანადგურებელ დარტყმას აყენებს არყის ბოთლს. 1985 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერმა, მიხაილ გორბაჩოვმა, შემოიღო „მშრალი კანონი“ და გამოაცხადა ფართომასშტაბიანი ანტიალკოჰოლური კამპანია ალკოჰოლის ნაწილობრივ აკრძალვით. გაიზარდა ალკოჰოლიანი სასმელების ფასი და გაყიდვა მკაცრად შეიზღუდა.

1985 წელი. „ლოთობიდან დანაშაულამდე ერთი ნაბიჯია“.

ბოთლი ეტიკეტს იცვლის - „თეთრ ღვინოს“ „ნატურალური წვენით“. პლაკატზე წარწერაა: „ეს სიახლე მიხდება“.

"სოციალურად საშიში" - 1985 წლის ანტიალკოჰოლური პლაკატი.

„არ გჭირდებათ ბიულეტენი, თუ „სტოლიჩნის“ ეტანებით“. 1985 წელი.

„მისი სულიერი სამყარო“ - 1987 წელს უკრაინაში დაბეჭდილი პლაკატი.

„საიქიოში გადასვლა“. 1988 წელი.